გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Starbucks ჩრდილოეთ ამერიკაში კიდევ 250 კაფეს დახურავს

მარიამ ქადარია25 სექტემბერი, 20261 წთ კითხვა
Starbucks ჩრდილოეთ ამერიკაში კიდევ 250 კაფეს დახურავს

Starbucks ჩრდილოეთ ამერიკაში კიდევ 250 კაფის დახურვას გეგმავს. საუბარია ობიექტებზე, რომლებიც კომპანიას საკმარის მოგებას აღარ აძლევს.

კაფეების უმეტესობა 2026 ფინანსური წლის ბოლომდე დაიხურება. ცვლილებებთან დაკავშირებული ხარჯები დაახლოებით 300 მილიონ დოლარს მიაღწევს. ეს ობიექტები ჩრდილოეთ ამერიკაში Starbucks-ის დაახლოებით 18,000 კაფის 1%-ს შეადგენს.

კომპანიამ ახალი კაფეების გახსნის გეგმაც შეამცირა. Starbucks ახლა მსოფლიოში დაახლოებით 440 ახალი ობიექტის გახსნას გეგმავს, მანამდე კი 600-დან 650-მდე ახალი კაფის დამატებას ელოდა.

ბრაიან ნიკოლი Starbucks-ს ორი წელია ხელმძღვანელობს. მისი „Back to Starbucks“ გეგმა აშშ-ში მენიუს გამარტივებას, შეკვეთების მომზადების დროის შემცირებასა და კაფეებში მომსახურების გაუმჯობესებას მოიცავს.

ხარჯების შესამცირებლად კომპანიამ რამდენიმე კორპორაციული პოზიციაც გააუქმა და ზოგიერთი რეგიონული ოფისი დახურა.

წყარო: Reuters

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო10 ნოე. 20262 წთ კითხვა

Morgan Stanley-მ National Grid ევროპის მსხვილ ენერგოკომპანიებს შორის 2027 წლის ფავორიტად დაასახელა

საინვესტიციო ბანკის შეფასებით, კომუნალური მომსახურების სექტორი ბაზარზე უკეთეს შედეგებს კვლავ აჩვენებს. ზრდის მთავარ წყაროებად ენერგეტიკული უსაფრთხოება, ელექტრიფიკაცია და ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის საჭირო ენერგიის მზარდი მოთხოვნა სახელდება.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო10 ნოე. 20261 წთ კითხვა

Honda-მ წლიური მოგების პროგნოზი გაზარდა

იაპონურმა ავტომწარმოებელმა საოპერაციო მოგების პროგნოზი 20%-ით, წმინდა მოგების კი 25%-ით გაზარდა. მიუხედავად ამისა, მეორე კვარტალში კომპანიის მოგება მკვეთრად შემცირდა ელექტრომობილების ბიზნესის რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებული ხარჯების გამო.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
ანალიზი10 ნოე. 20262 წთ კითხვა

Porsche SE-მ 2026 წლის პირველ ცხრა თვეში €2.8 მილიარდის ზარალი დააფიქსირა

Volkswagen-ის მაკონტროლებელი ჰოლდინგის ფინანსური შედეგები მკვეთრად გაუარესდა. ზარალის მთავარი მიზეზი Volkswagen-ში წილის საბალანსო ღირებულების არანაღდი გაუფასურება გახდა, თუმცა კომპანიის მცირე საინვესტიციო პორტფელმა დადებითი შედეგი აჩვენა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე