გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Starbucks იაპონიაში ბიზნესის წილის გაყიდვას განიხილავს

მარიამ ქადარია10 ივნისი, 20261 წთ კითხვა
Starbucks იაპონიაში ბიზნესის წილის გაყიდვას განიხილავს

Starbucks იაპონიაში საკუთარი ბიზნესის წილის გაყიდვას განიხილავს. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია საინვესტიციო ბანკებთან ერთად რამდენიმე ვარიანტზე მუშაობს, მათ შორის ბიზნესში წილის გაყიდვასა და აქციების საჯარო შეთავაზებაზე.

ექსპერტთა შეფასებით, Starbucks-ის იაპონური ოპერაციების ღირებულება 400-დან 500 მილიარდ იენამდე, ანუ დაახლოებით 2.5-3 მილიარდ დოლარამდეა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ამ აქტივის მიმართ ინტერესი როგორც სტრატეგიულ მყიდველებს, ისე საინვესტიციო ფონდებს ექნებათ.

იაპონია Starbucks-ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ბაზარია. კომპანია ქვეყანაში დაახლოებით 2,100 ფილიალს ფლობს და წლების განმავლობაში სტაბილურად იზრდებოდა. მსგავსი სტრატეგიული ცვლილება „სტარბაქსმა“ აპრილში ჩინეთის ბაზარზეც განახორციელა, როდესაც იქ საკუთარი ოპერაციების 60%-იანი წილი გაყიდა. ამ ეტაპზე საკითხის განხილვა საწყის ფაზაშია და კომპანიას საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

Uber-ის ავტონომიური ტრანსპორტის მიმართულებას კიდევ ერთი ხელმძღვანელი ტოვებს
ანალიზი13 ოქტ. 20262 წთ კითხვა

Uber-ის ავტონომიური ტრანსპორტის მიმართულებას კიდევ ერთი ხელმძღვანელი ტოვებს

Uber-ის ავტონომიური მობილობისა და მიწოდების გლობალური ხელმძღვანელი სარფრაზ მარედია კომპანიას 16 ნოემბერს დატოვებს. საკადრო ცვლილება ხდება იმ ფონზე, როდესაც Uber უმძღოლო ავტომობილების კომერციული გამოყენების გაფართოებასა და ამ მიმართულებაში 10 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
სმარტფონების გლობალური მიწოდება 14 წლის ყველაზე დაბალ დონეზეა
AI ტექნოლოგია13 ოქტ. 20261 წთ კითხვა

სმარტფონების გლობალური მიწოდება 14 წლის ყველაზე დაბალ დონეზეა

ივლისიდან სექტემბრამდე სავაჭრო ქსელებმა მწარმოებლებისგან წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 20%-ით ნაკლები სმარტფონი მიიღეს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
ევროკავშირი ნავთობისა და გაზის კომპანიებისთვის დამატებითი გადასახადის შემოღებას განიხილავს
მაკრო13 ოქტ. 20261 წთ კითხვა

ევროკავშირი ნავთობისა და გაზის კომპანიებისთვის დამატებითი გადასახადის შემოღებას განიხილავს

ევროკომისია განიხილავს, დაწესდეს თუ არა ევროკავშირის მასშტაბით დამატებითი გადასახადი ნავთობისა და გაზის კომპანიებზე, რომლებმაც ენერგორესურსების გაძვირების შედეგად მნიშვნელოვნად მეტი მოგება მიიღეს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე