გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Starbucks-მა Chipotle-ის შეძენა განიხილა

მარიამ ქადარია9 ოქტომბერი, 20261 წთ კითხვა
Starbucks-მა Chipotle-ის შეძენა განიხილა

Starbucks ბოლო თვეებში Chipotle Mexican Grill-ის შეძენაზე მრჩევლებთან მუშაობდა, თუმცა, უცნობია, წარუდგინა თუ არა Starbucks-მა Chipotle-ს ოფიციალური წინადადება. კომპანიებს ინფორმაცია არ დაუდასტურებიათ.

Chipotle-ის საბაზრო ღირებულება დაახლოებით $39 მილიარდია, Starbucks-ის კი $107 მილიარდს უახლოვდება. გარიგება რესტორნების ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი იქნებოდა. ამასთან, Starbucks-ის ხელმძღვანელი ბრაიან ნიკოლი კვლავ იმ კომპანიასთან აღმოჩნდებოდა დაკავშირებული, რომელსაც წლების განმავლობაში თავად მართავდა. ნიკოლი Chipotle-ს ექვს წელზე მეტხანს ხელმძღვანელობდა, ხოლო Starbucks-ში ორი წლის წინ გადავიდა.

Chipotle-ის შეძენა Starbucks-ს ძვირი დაუჯდება. კომპანია ისედაც ცვლილებების პროცესშია და მომსახურების გასაუმჯობესებლად მინიმუმ 500 მილიონ დოლარს ხარჯავს. გაყიდვები უკვე ოთხი კვარტალია იზრდება, თუმცა მოგება ჯერ სასურველ დონეზე არ დაბრუნებულა. ანალიტიკოსების შეფასებით, Chipotle-ის შესაძენად Starbucks-ს ან დიდი სესხის აღება, ან ახალი აქციების გამოშვება მოუწევს.

წყარო: Yahoo Finance

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

Securitize-მა Apple-ის, Nvidia-სა და Microsoft-ის აქციების ციფრული ვერსიებით ვაჭრობა დაიწყო
კრიპტო9 ოქტ. 20261 წთ კითხვა

Securitize-მა Apple-ის, Nvidia-სა და Microsoft-ის აქციების ციფრული ვერსიებით ვაჭრობა დაიწყო

ციფრული აქტივების კომპანია Securitize მომხმარებლებს Apple-ის, Nvidia-სა და Microsoft-ის აქციების ტოკენიზებულ ვერსიებს სთავაზობს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
Waymo-მ გაფართოებისთვის $5 მილიარდის დაფინანსება მიიღო
საფონდო9 ოქტ. 20261 წთ კითხვა

Waymo-მ გაფართოებისთვის $5 მილიარდის დაფინანსება მიიღო

Alphabet-ის ავტონომიური ავტომობილების კომპანია Waymo-მ $5-მილიარდიანი სესხის შეთანხმება გააფორმა. ეს კომპანიის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც მან გაფართოებისთვის სესხით დაფინანსება გამოიყენა.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
აშშ-მ Microsoft-ისა და სხვა მსხვილი კომპანიების მწვანე ბარათის განაცხადების განხილვა შეაჩერა
ანალიზი9 ოქტ. 20261 წთ კითხვა

აშშ-მ Microsoft-ისა და სხვა მსხვილი კომპანიების მწვანე ბარათის განაცხადების განხილვა შეაჩერა

აშშ-ის მთავრობამ Microsoft-ის, Adobe-ისა და რამდენიმე მსხვილი საკონსულტაციო კომპანიის მიერ თანამშრომლებისთვის წარდგენილი მწვანე ბარათის განაცხადების განხილვა შეაჩერა. გადაწყვეტილება ეხება Cognizant-ს, Infosys-ს, Tata Consultancy Services-ს, Wipro-ს, HCL-სა და Capgemini-საც.

მარიამ ქადარიაწაიკითხე