გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Stellantis ევროპისთვის €15,000-იან ელექტრომობილებს ამზადებს

მარიამ ქადარია12 ოქტომბერი, 20261 წთ კითხვა
Stellantis ევროპისთვის €15,000-იან ელექტრომობილებს ამზადებს

Stellantis ევროპაში გაყიდვების გასაზრდელად მცირე ზომის და შედარებით იაფ ელექტრომობილებზე აკეთებს აქცენტს. პარიზის ავტოშოუზე კომპანია ცხრა ახალი კონცეფციიდან ექვსს წარადგენს, მათ შორის ელექტრო Citroën 2CV-ს, რომელიც ერთ-ერთი მთავარი სიახლე იქნება.

ახალი 2CV-ის ფასი დაახლოებით 15,000 ევრო იქნება. Stellantis ამ მოდელით იმ მყიდველების მოზიდვას ცდილობს, ვისთვისაც ახალი ავტომობილები ბოლო წლებში ზედმეტად გაძვირდა. ამავე დროს, კომპანია ევროპაში იაფ ჩინურ ელექტრომობილებს კონკურენციას გაუწევს. 2CV-ის წარმოება ევროპაში იგეგმება, გაყიდვები კი 2028 წელს დაიწყება.

პარიზის ავტოშოუზე Stellantis DS7-ს, Fiat Grizzly-ს, Lancia Gamma-სა და Opel Corsa GSE-საც წარადგენს. იქვე წარმოდგენილი იქნება ორი მოდელიც, რომლებიც ჩინურ Leapmotor-თან ერთად შეიქმნა.

ეს მოდელები Stellantis-ის ხელმძღვანელ ანტონიო ფილოზას განახლებული გეგმის ნაწილია. ბოლო ორი წლის განმავლობაში კომპანიამ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში ბაზრის წილი დაკარგა და მოგებაც შეუმცირდა. მაისში გამოცხადებული გეგმით, Stellantis 2030 წლამდე ათობით ახალ მოდელს გამოუშვებს, ხარჯებს შეამცირებს და ჩინურ კომპანიებთან თანამშრომლობას გააფართოებს.

წყარო: Reuters

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო26 ნოე. 20262 წთ კითხვა

ოქროს ფასი იცვლება - ინფლაციის ზრდა განაკვეთის მატების მოლოდინს ზრდის

სპოტ ოქრო დოლარის გამყარების ფონზე მცირედ გაიაფდა, მაშინ როცა ოქროს ფიუჩერსები გაიზარდა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო26 ნოე. 20262 წთ კითხვა

ევროპული საფონდო ბირჟები მკვეთრად გაიზარდა

STOXX 600 დილის ვაჭრობაში 1.3%-ით გაიზარდა. ინვესტორების განწყობა გააუმჯობესა აშშ-ის სავაჭრო პოლიტიკის შესახებ ახალმა დეტალებმ.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
AI ტექნოლოგია26 ნოე. 20262 წთ კითხვა

აზიის ტექნოლოგიური აქციები გაიზარდა

ტექნოლოგიური კომპანიების აქციებზე მოთხოვნა გაიზარდა მას შემდეგ, რაც AI სექტორის მიმართ გაჩენილმა ეჭვებმა ბაზარზე მნიშვნელოვანი ვარდნა გამოიწვია.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე