გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Stripe და Advent International PayPal-ის შეძენას გეგმავენ

ნუცა ტყეშელაშვილი17 ივლისი, 20262 წთ კითხვა
Stripe და Advent International PayPal-ის შეძენას  გეგმავენ

ფინანსური ტექნოლოგიების კომპანია Stripe-მა და კერძო საინვესტიციო ფირმა Advent International-მა PayPal-ის შესაძენად ერთობლივი შეთავაზება წარადგინეს. Reuters-ის ინფორმაციით, გარიგება გადახდების გიგანტს 53 მილიარდ დოლარზე მეტად აფასებს.

შეთავაზების მიხედვით, Stripe და Advent PayPal-ის თითოეულ აქციაში 60.50 დოლარის გადახდას გეგმავენ, რაც კომპანიის ბოლო დახურვის ფასზე 28%-ით მეტია.

სიახლის გავრცელების შემდეგ PayPal-ის აქციები აშშ-ის წინასაბაზრო ვაჭრობაში 20%-ზე მეტით გაიზარდა.

Reuters-ის ცნობით, შეთავაზება მიმდინარე წლის ივლისის დასაწყისში გაკეთდა და მას დაახლოებით 50 მილიარდი დოლარის საბანკო დაფინანსება უჭერს მხარს. მანამდე, აპრილში, მხარეებმა PayPal-ს პირველი წინადადებაც წარუდგინეს, თუმცა კომპანიას ორივე შეთავაზებაზე ოფიციალური პასუხი ჯერ არ გაუცია.

შეთავაზებული გარიგების შემთხვევაში, Stripe და Advent International PayPal-ს თანაბარი წილებით ფლობდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, მხარეები გარიგების დასრულებას მიმდინარე თვის ბოლომდე ცდილობენ.

ანალიტიკოსების შეფასებით, შესაძლო შერწყმა ძირითადად PayPal-ის სამომხმარებლო სერვისებზე, მათ შორის Venmo-ს, Link-ისა და Button-ის მიმართულებებზე იქნება ორიენტირებული. ამასთან, Stripe-ისთვის მნიშვნელოვანი ღირებულება შეიძლება გახდეს Braintree-ის პლატფორმაც, რომელიც კომპანიის კორპორაციულ გადახდების ბიზნესს დამატებით მასშტაბს შესძენს, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში მისი ზრდა შენელებული იყო.

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

Nvidia-ს ხელმძღვანელი CoreWeave-ის ფინანსურ მდგომარეობას დადებითად აფასებს - დეფოლტის რისკებზე ბაზარი შეშფოთებულია
AI ტექნოლოგია15 ოქტ. 20262 წთ კითხვა

Nvidia-ს ხელმძღვანელი CoreWeave-ის ფინანსურ მდგომარეობას დადებითად აფასებს - დეფოლტის რისკებზე ბაზარი შეშფოთებულია

Nvidia-ს ხელმძღვანელი ჯენსენ ჰუანგი CoreWeave-ის ფინანსურ მდგომარეობას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ კომპანიას დამატებითი მხარდაჭერა არ სჭირდება. თუმცა, მისი ვალის დეფოლტისგან დაზღვევის ღირებულების რეკორდული ზრდა ბაზარზე ფინანსური რისკების შესახებ მზარდ შეშფოთებაზე მიუთითებს. Nvidia-ს, როგორც CoreWeave-ის აქციონერისა და აღჭურვილობის მომწოდებლის, როლი კი დაფინანსების მდგრადობის საკითხს კიდევ უფრო აქტუალურს ხდის.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Amazon-მა ხელოვნური ინტელექტის ორი ახალი მოწყობილობა წარადგინა - ფასები $75-დან იწყება
საფონდო15 ოქტ. 20262 წთ კითხვა

Amazon-მა ხელოვნური ინტელექტის ორი ახალი მოწყობილობა წარადგინა - ფასები $75-დან იწყება

Amazon-მა Bee-ს ბრენდის ქვეშ ორი AI მოწყობილობა წარადგინა: $75-იანი Frontier სამაჯური და $100-იანი Eclipse, რომელიც სმარტფონს უერთდება. ისინი ყოველდღიური საუბრებისა და მონაცემების საფუძველზე შეხსენებებსა და სამოქმედო საკითხებს ქმნის. პროდუქტის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა პირადი ინფორმაციის დაცვა და მომხმარებლების ნდობის მოპოვება იქნება.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Google-მა კვანტურ გამოთვლებში შეცდომების დაახლოებით 40-ჯერ შემცირების მეთოდი აჩვენა
საფონდო15 ოქტ. 20262 წთ კითხვა

Google-მა კვანტურ გამოთვლებში შეცდომების დაახლოებით 40-ჯერ შემცირების მეთოდი აჩვენა

Google-მა Willow კვანტურ პროცესორზე ახალი მეთოდი გამოცადა, რომელმაც კვანტურ გამოთვლებში შეცდომები დაახლოებით 40-ჯერ შეამცირა. *Magic State Cultivation* მიზნად ისახავს საიმედო კვანტური მდგომარეობების ნაკლები რესურსით მიღებას, რაც შესაძლოა მომავალში უფრო მასშტაბური და შეცდომებისადმი მდგრადი კვანტური კომპიუტერების შექმნას დაეხმაროს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე