გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

სუსტი აშშ-ის მონაცემები Fed-ის განაკვეთის ზრდის წნეხს ამცირებს

ნუცა ტყეშელაშვილი14 აგვისტო, 20265 წთ კითხვა
სუსტი აშშ-ის მონაცემები Fed-ის განაკვეთის ზრდის წნეხს ამცირებს

Barclays-ის სტრატეგების შეფასებით, აშშ-ში ეკონომიკური აქტივობისა და ინფლაციის შენელება ფედერალურ რეზერვზე დამატებითი საპროცენტო განაკვეთის ზრდის წნეხს ამცირებს, რაც შესაძლოა ობლიგაციების შემოსავლიანობისა და დოლარის ზრდას შეზღუდავდეს და ტექნოლოგიურ და ე.წ. momentum აქციებს მხარდაჭერა გაუწიოს.

ბანკის სტრატეგებმა, ემანუელ კაუს ხელმძღვანელობით, განაცხადეს, რომ აშშ-ის ეკონომიკისა და ინფლაციის გაგრილების პირობებში Fed-ს განაკვეთის ზრდა არ ეჩქარება. მათი შეფასებით, არსებული გარემო შესაძლოა განსაკუთრებით ხელსაყრელი იყოს ტექნოლოგიური კომპანიებისა და ზრდაზე ორიენტირებული აქციებისთვის.

ბოლო ეკონომიკური მონაცემების ფონზე გლობალური საფონდო ბაზრები ახალ რეკორდულ ნიშნულებამდე გაიზარდა. აშშ-ის დასაქმების მონაცემებმა მოსალოდნელზე სუსტი შედეგი აჩვენა, თუმცა Barclays აღნიშნავს, რომ მაჩვენებელზე გარკვეულმა სტატისტიკურმა ფაქტორებმა იქონია გავლენა. ამასთან, მიმდინარე კვირაში გამოქვეყნებულმა სამომხმარებლო და მწარმოებელთა ფასების მონაცემებმა აჩვენა, რომ ინფლაციური წნეხი აღარ ძლიერდება.

Barclays-ის შეფასებით, მონაცემების ერთობლიობა მიუთითებს, რომ ეკონომიკური ზრდა ძლიერი დონეებიდან ნელდება, ხოლო ინფლაცია ზომიერდება.

ბანკი აღნიშნულ ცვლილებას განსაკუთრებით მხარდამჭერ ფაქტორად მიიჩნევს ფიქსირებული შემოსავლის მქონე აქტივებისთვის. მიუხედავად ამისა, ობლიგაციების შემოსავლიანობა ბოლო პერიოდის მაქსიმუმებთან ახლოს რჩება, რასაც Barclays ნავთობის ფასების მერყეობასა და ინვესტორების მიერ თვის ბოლოს დაგეგმილი Jackson Hole-ის სიმპოზიუმის მოლოდინს უკავშირებს.

ცვლილებული საბაზრო გარემოს გათვალისწინებით, Barclays-ის ფიქსირებული შემოსავლის ანალიტიკოსებმა დროებით დახურეს რეკომენდაცია 5y5y SOFR-ზე.

ბანკის შეფასებით, Fed-ის ნაკლებად მკაცრი პოლიტიკა იაპონიის ცენტრალურ ბანკსაც მისცემს შესაძლებლობას, მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზება ზომიერი ტემპით გააგრძელოს და ამავდროულად იენის მხარდასაჭერად მოქმედების სივრცე შეინარჩუნოს. ეს კი ე.წ. carry trade-ის პოზიციების სწრაფი დაშლის რისკს შეამცირებს.

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო13 ნოე. 20263 წთ კითხვა

Mizuho-მ კიბერუსაფრთხოების სექტორის ხუთი ყველაზე პერსპექტიული აქცია დაასახელა

საინვესტიციო ბანკის ანალიტიკოსები განსაკუთრებით მაღალ მოთხოვნას მონაცემთა მართვის, Zero Trust უსაფრთხოებისა და კიბერშეტევებისგან აღდგენის ტექნოლოგიებზე ხედავენ. რეიტინგის სათავეში Snowflake მოხვდა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
AI ტექნოლოგია12 ნოე. 20262 წთ კითხვა

Goldman Sachs: AI-ზე დანახარჯები 2027 წლის ბოლოსთვის $1.4 ტრილიონს მიაღწევს

საინვესტიციო ბანკის პროგნოზით, ხელოვნური ინტელექტი 2027 წელს აშშ-ში ბიზნესინვესტიციების ზრდის მთავარი მამოძრავებელი იქნება. AI-სთან დაკავშირებული ხარჯები ქვეყნის ეკონომიკის თითქმის 4%-ის ეკვივალენტური გახდება.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო12 ნოე. 20261 წთ კითხვა

ევროპის საფონდო ბირჟები რეკორდულ ნიშნულზე ავიდა - ტექნოლოგიურ სექტორში ვარდნამ ზრდა ვერ შეაჩერა

STOXX 600-ის ინდექსი 0.4%-ით გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ევროპულ ბაზრებს კორპორაციული ანგარიშგების ძლიერი სეზონი და ტექნოლოგიურ გიგანტებზე შედარებით დაბალი დამოკიდებულება დაეხმარა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე