გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
AI ტექნოლოგია

Tesla-მ ბელგიაში თვითმართვის სისტემის გამოყენების ნებართვა მიიღო

მარიამ ქადარია11 ივნისი, 20261 წთ კითხვა
Tesla-მ ბელგიაში თვითმართვის სისტემის გამოყენების ნებართვა მიიღო

Tesla-მ ბელგიაში Full Self-Driving-ის პროგრამის გამოყენების უფლება მიიღო. ეს ნიშნავს, რომ კომპანია ქვეყანაში ზედამხედველობის ქვეშ მოქმედი თვითმართვის სისტემის დანერგვას შეძლებს.

ნებართვას ხელი ფლანდრიის ტრანსპორტის მინისტრმა, ანიკ დე რიდერმა მოაწერა. მან გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელ X-ზე გამოაქვეყნა და ოფიციალური დოკუმენტის ფოტოც გაავრცელა. ნებართვა ბელგიაში ჩატარებული რამდენიმე წარმატებული ტესტის შემდეგ გაიცა.

ბელგიის წესების მიხედვით, თუ ნებართვა ერთ რეგიონში გაიცემა, ის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება. შესაბამისად, Tesla-ს სისტემის გამოყენება მხოლოდ ფლანდრიით არ შემოიფარგლება.

ამ გადაწყვეტილებით ბელგია ევროკავშირის მესამე ქვეყანა გახდა, რომელმაც Tesla-ს Full Self-Driving-ის გამოყენების უფლება მისცა. მანამდე მსგავსი ნებართვა ნიდერლანდებსა და ლიეტუვაში გაიცა.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

Uber-ის ავტონომიური ტრანსპორტის მიმართულებას კიდევ ერთი ხელმძღვანელი ტოვებს
ანალიზი13 ოქტ. 20262 წთ კითხვა

Uber-ის ავტონომიური ტრანსპორტის მიმართულებას კიდევ ერთი ხელმძღვანელი ტოვებს

Uber-ის ავტონომიური მობილობისა და მიწოდების გლობალური ხელმძღვანელი სარფრაზ მარედია კომპანიას 16 ნოემბერს დატოვებს. საკადრო ცვლილება ხდება იმ ფონზე, როდესაც Uber უმძღოლო ავტომობილების კომერციული გამოყენების გაფართოებასა და ამ მიმართულებაში 10 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
სმარტფონების გლობალური მიწოდება 14 წლის ყველაზე დაბალ დონეზეა
AI ტექნოლოგია13 ოქტ. 20261 წთ კითხვა

სმარტფონების გლობალური მიწოდება 14 წლის ყველაზე დაბალ დონეზეა

ივლისიდან სექტემბრამდე სავაჭრო ქსელებმა მწარმოებლებისგან წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 20%-ით ნაკლები სმარტფონი მიიღეს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
ევროკავშირი ნავთობისა და გაზის კომპანიებისთვის დამატებითი გადასახადის შემოღებას განიხილავს
მაკრო13 ოქტ. 20261 წთ კითხვა

ევროკავშირი ნავთობისა და გაზის კომპანიებისთვის დამატებითი გადასახადის შემოღებას განიხილავს

ევროკომისია განიხილავს, დაწესდეს თუ არა ევროკავშირის მასშტაბით დამატებითი გადასახადი ნავთობისა და გაზის კომპანიებზე, რომლებმაც ენერგორესურსების გაძვირების შედეგად მნიშვნელოვნად მეტი მოგება მიიღეს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე