გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Tesla-ს გაყიდვები გაიზარდა, თუმცა ინვესტორების ყურადღება ხელოვნურ ინტელექტზეა

მარიამ ქადარია20 ივლისი, 20261 წთ კითხვა
Tesla-ს გაყიდვები გაიზარდა, თუმცა ინვესტორების ყურადღება ხელოვნურ ინტელექტზეა

Tesla-მ მეორე კვარტალში 480,126 ავტომობილი გაყიდა, რაც ანალიტიკოსების პროგნოზზე 18%-ით მეტია. ეს კომპანიისთვის 2023 წლის მესამე კვარტლის შემდეგ გაყიდვების ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

აღნიშნული Tesla-სთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ავტობიზნესზე მისი შემოსავლების დაახლოებით 70% მოდის. ამ მიმართულებით მიღებული შემოსავალი კომპანიას საშუალებას აძლევს, გააგრძელოს ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული ძვირადღირებული პროექტების დაფინანსება.

Morgan Stanley-სა და Barclays-ის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ Tesla-ს მოგება ერთ აქციაზე ადრინდელ პროგნოზზე მაღალი იქნება. მიუხედავად ამისა, ნედლეულის გაძვირების გამო ავტომობილების წარმოებიდან მიღებული მოგების წილი შესაძლოა ოდნავ შემცირდეს.

გაყიდვები კომპანიას დამატებით ფინანსურ რესურსს აძლევს ისეთი პროექტებისთვის, როგორებიცაა Robotaxi, სრულად ავტონომიური მართვის სისტემა FSD და ჰუმანოიდი რობოტი Optimus, თუმცა მხოლოდ ავტომობილების გაყიდვების ზრდა Tesla-ს აქციების ზრდისთვის საკმარისი არ იქნება.

ინვესტორებისთვის მთავარი საკითხი კვლავ ის არის, შეძლებს თუ არა კომპანია ხელოვნურ ინტელექტში ჩადებული თანხის შემოსავლად გარდაქმნას. ამ ეტაპზე Robotaxi-ს ქსელი ჯერ კიდევ მცირეა. ოსტინში კომპანია მხოლოდ 30-დან 50-მდე ავტომობილს მართავს, სხვა ქალაქებში კი მათი რაოდენობა კიდევ უფრო ნაკლებია. ამასთან, ბევრ ავტომობილს ადამიანის ზედამხედველობა კვლავ სჭირდება.

ანალიტიკოსებმა Tesla-ს აქციების სამიზნე ფასი ოდნავ გაზარდეს, თუმცა მათი შეფასება კვლავ „ნეიტრალურია“. Morgan Stanley-ს მიხედვით, 417-დოლარიანი სამიზნე ფასიდან მხოლოდ 47 დოლარი მოდის ავტობიზნესზე, დანარჩენი კი კომპანიის მომავალ ტექნოლოგიურ პროექტებს უკავშირდება.

ინვესტორები ახლა ელიან, რომ წლის ბოლომდე Tesla Robotaxi-ს ფლოტს 1 500 ავტომობილამდე გაზრდის და მომსახურებას ფენიქსში, ორლანდოსა და ლას-ვეგასშიც დაიწყებს.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

ევროპის საფონდო ბაზრები დაეცა — საფრანგეთში კორპორაციული ანგარიშები ინვესტორების ყურადღების ცენტრშია
საფონდო19 ოქტ. 20263 წთ კითხვა

ევროპის საფონდო ბაზრები დაეცა — საფრანგეთში კორპორაციული ანგარიშები ინვესტორების ყურადღების ცენტრშია

ევროპის საფონდო ბაზრები ორშაბათს დაეცა, განსაკუთრებით საფრანგეთის CAC 40, რადგან ქვეყანაში საპროტესტო აქციებმა პოლიტიკური და ეკონომიკური რისკების შესახებ შეშფოთება გააძლიერა. ინვესტორები ასევე ელოდებიან მსხვილი კომპანიების, მათ შორის Kering-ის, SAP-ისა და Meta-ს, ფინანსურ ანგარიშებს, რომლებმაც შესაძლოა გავლენა იქონიოს ფუფუნების საქონლისა და ტექნოლოგიური სექტორების მიმართ განწყობაზე. ნავთობის ფასების შემცირება კი ბაზრებზე ზეწოლას ნაწილობრივ ამსუბუქებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
IMF-ისა და მსოფლიო ბანკის შეხვედრა ახალი გადაწყვეტილებების გარეშე დასრულდა
მაკრო19 ოქტ. 20261 წთ კითხვა

IMF-ისა და მსოფლიო ბანკის შეხვედრა ახალი გადაწყვეტილებების გარეშე დასრულდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრა განვითარებადი ქვეყნებისთვის ახალი ზომების გამოცხადების გარეშე დასრულდა.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე გადაწყვეტილებას 60 დღეში მიიღებს
მაკრო19 ოქტ. 20261 წთ კითხვა

ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე გადაწყვეტილებას 60 დღეში მიიღებს

ტრამპმა Graham Act-ით გათვალისწინებული სანქციებისა და ტარიფების ამოქმედება დროებით შეაჩერა. მომდევნო 60 დღის განმავლობაში აშშ-ის ადმინისტრაცია შეისწავლის, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამ ზომებს ეკონომიკისთვის, რის შემდეგაც პრეზიდენტი გადაწყვეტს, შევა თუ არა ისინი ძალაში.

მარიამ ქადარიაწაიკითხე