გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
მაკრო

ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთი და უკრაინა ენერგოობიექტებზე იერიშების შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

მარიამ ქადარია12 ოქტომბერი, 20261 წთ კითხვა
ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთი და უკრაინა ენერგოობიექტებზე იერიშების შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთი და უკრაინა შეთანხმდნენ, რომ ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმებს დაუყოვნებლივ შეწყვეტენ. შეთანხმების დეტალები ჯერჯერობით უცნობია, მოსკოვს კი მისი არსებობა ოფიციალურად არ დაუდასტურებია.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა მსგავს შეთანხმებას მხარს უჭერს, თუმცა ვაშინგტონისგან კონკრეტულ პირობებსა და უსაფრთხოების გარანტიებს ელოდება. მანამდე კიევი აცხადებდა, რომ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიშებს მხოლოდ მაშინ შეწყვეტდა, თუ მოსკოვიც უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმებს შეაჩერებდა.

ტრამპი უკრაინის მიერ რუსულ ნავთობობიექტებზე განხორციელებულ იერიშებს აშშ-ში დიზელის გაძვირებასაც უკავშირებს. პარასკევს მან რუსეთთან კიდევ ერთი შეთანხმების შესახებ განაცხადა, რომლის მიხედვითაც ამერიკულ და საერთაშორისო ბაზრებზე 300 ათას ტონაზე მეტი რუსული დიზელი უნდა გაიყიდოს. ამისთვის რუსულ საწვავზე მოქმედი სანქციებიდან დროებითი გამონაკლისის დაწესება იქნება საჭირო.

ამ ნაბიჯს კრიტიკა მოჰყვა როგორც ამერიკელი კანონმდებლების, ისე უკრაინის ხელისუფლების მხრიდან. ანალიტიკოსების შეფასებით, საუბარია შედარებით მცირე მოცულობაზე, ამიტომ მისი გავლენა გლობალურ ფასებზე ხანგრძლივი ვერ იქნება.

წყარო: Reuters

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო26 ნოე. 20262 წთ კითხვა

ოქროს ფასი იცვლება - ინფლაციის ზრდა განაკვეთის მატების მოლოდინს ზრდის

სპოტ ოქრო დოლარის გამყარების ფონზე მცირედ გაიაფდა, მაშინ როცა ოქროს ფიუჩერსები გაიზარდა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო26 ნოე. 20262 წთ კითხვა

ევროპული საფონდო ბირჟები მკვეთრად გაიზარდა

STOXX 600 დილის ვაჭრობაში 1.3%-ით გაიზარდა. ინვესტორების განწყობა გააუმჯობესა აშშ-ის სავაჭრო პოლიტიკის შესახებ ახალმა დეტალებმ.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
AI ტექნოლოგია26 ნოე. 20262 წთ კითხვა

აზიის ტექნოლოგიური აქციები გაიზარდა

ტექნოლოგიური კომპანიების აქციებზე მოთხოვნა გაიზარდა მას შემდეგ, რაც AI სექტორის მიმართ გაჩენილმა ეჭვებმა ბაზარზე მნიშვნელოვანი ვარდნა გამოიწვია.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე