გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
მაკრო

ტრამპი კანადურ ავტომობილებზე ტარიფის 50%-მდე გაზრდით იმუქრება

მარიამ ქადარია25 აგვისტო, 20261 წთ კითხვა
ტრამპი კანადურ ავტომობილებზე ტარიფის 50%-მდე გაზრდით იმუქრება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კანადიდან იმპორტირებულ ავტომობილებზე, სატვირთო მანქანებსა და ავტონაწილებზე ტარიფის 50%-მდე გაზრდით იმუქრება. ახალი ტარიფი, გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, 2027 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება.

აშშ-სა და კანადას შორის მოლაპარაკებები გასულ კვირას უშედეგოდ დასრულდა. მხარეები განიხილავდნენ კანადურ ავტომობილებსა და მსუბუქ სატვირთოებზე ტარიფის 25%-დან 15%-მდე, ფოლადსა და ალუმინზე კი 50%-დან 25%-მდე შემცირებას, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა.

ტრამპის განცხადებას ავტომწარმოებლების აქციების გაიაფება მოჰყვა. Ford-ის აქციების ფასი დაახლოებით 3.6%-ით შემცირდა, Stellantis-ის 4.2%-ით, General Motors-ის კი 1.6%-ით. Toyota-ს აქციები 1.5%-ით, Honda-ს კი 2.1%-ით გაიაფდა.

აშშ-ის საავტომობილო ინდუსტრია მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული კანადაში წარმოებულ ავტომობილებსა და ნაწილებზე. კანადის ავტონაწილების მწარმოებელთა ასოციაციის განცხადებით, მაღალი ტარიფები ხარჯებს ამერიკულ ქარხნებსაც გაუზრდის, რადგან კანადური ნაწილების გარეშე აშშ-ში ავტომობილების წარმოება შეფერხდება.

კანადა, თავის მხრივ, 8 სექტემბრიდან ამერიკული საქონლის ნაწილზე საპასუხო ტარიფების დაწესებას გეგმავს. პრემიერ-მინისტრ მარკ კარნის განცხადებით, აშშ-სთან შეთანხმება შესაძლებელია, თუ მოლაპარაკებები კანადის სუვერენიტეტის პატივისცემით წარიმართება.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

კრიპტო23 ნოე. 20261 წთ კითხვა

Bitcoin-მა $61 000-ს გადააჭარბა შაბათ-კვირის მკვეთრი ვარდნის შემდეგ

კრიპტოვალუტის ბაზარზე იძულებითი ლიკვიდაციების ტალღამ 24 საათში დაახლოებით $1.8 მილიარდის ღირებულების პოზიციები გააქრო.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო23 ნოე. 20262 წთ კითხვა

ევროპის საფონდო ბაზრები გაიზარდა

STOXX 600 ორშაბათს 0.73%-ით გამყარდა. ზრდას ტექნოლოგიური კომპანიები ლიდერობდნენ, რომელთა აქციებიც გასულ კვირას ხელოვნური ინტელექტის სექტორში მკვეთრად დაეცა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო23 ნოე. 20261 წთ კითხვა

CrowdStrike Zscaler-ის შეძენას განიხილავს

Bloomberg-ის ინფორმაციით, კიბერუსაფრთხოების ორი მსხვილი კომპანიის გაერთიანება შესაძლოა ინდუსტრიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარიგება გახდეს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე