გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
მაკრო

ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე გადაწყვეტილებას 60 დღეში მიიღებს

მარიამ ქადარია19 ოქტომბერი, 20261 წთ კითხვა
ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე გადაწყვეტილებას 60 დღეში მიიღებს

ტრამპმა Graham Act-ით გათვალისწინებული სანქციებისა და ტარიფების ამოქმედება დროებით შეაჩერა. მომდევნო 60 დღის განმავლობაში აშშ-ის ადმინისტრაცია შეისწავლის, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამ ზომებს ეკონომიკისთვის, რის შემდეგაც პრეზიდენტი გადაწყვეტს, შევა თუ არა ისინი ძალაში.

კანონი რუსულ საქონელზე დამატებით ტარიფებს და იმ ქვეყნების წინააღმდეგ ზომებს ითვალისწინებს, რომლებიც რუსულ ნავთობსა და გაზს ყიდულობენ. შეზღუდვები მომდევნო კვირაში უნდა ამოქმედებულიყო. სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს თქმით, ერთ-ერთი ყველაზე რთული შემთხვევა ინდოეთია, რადგან ქვეყანა ერთდროულად აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორი და რუსული ნავთობის მსხვილი მყიდველია.

გადაწყვეტილება ენერგიის მაღალი ფასებისა და ირანთან ომის შედეგად ნავთობპროდუქტების მიწოდების შეფერხების ფონზე მიიღეს. ამავე დროს, აშშ და რუსეთი დიზელის მიწოდების გაზრდაზეც შეთანხმდნენ. პირველ ეტაპზე აშშ 300 ათას ტონაზე მეტ რუსულ დიზელს მიიღებს.

რუსეთის წინააღმდეგ ახალი ზომების გადადებას უკრაინისა და ამერიკელი კანონმდებლების ნაწილის კრიტიკა მოჰყვა.

წყარო: Reuters

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

მაკრო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

ნავთობის ფასები მერყეობს - ახლო აღმოსავლეთში ტანკერებზე თავდასხმები მიწოდების შეფერხების რისკს ზრდის

ახლო აღმოსავლეთში ტანკერებზე თავდასხმებმა ნავთობის მიწოდების შეფერხების შიში გააძლიერა. მიუხედავად იმისა, რომ Brent ხუთშაბათს თითქმის 4%-ით, ხოლო WTI 2.7%-ით გაძვირდა, ორივე მარკა კვირის განმავლობაში მკვეთრ კლებას აჩვენებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
მაკრო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

აშშ-ის დასაქმების ანგარიში ინვესტორების ყურადღების ცენტრშია

ინვესტორები აშშ-ის ოქტომბრის დასაქმების ანგარიშს ელოდებიან, რომელმაც შესაძლოა Fed-ის დეკემბრის გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინოს. პროგნოზით, ეკონომიკას 65,000 სამუშაო ადგილი დაემატა, უმუშევრობის დონე კი 4.2%-ზე შენარჩუნდა. შრომის ბაზრის მდგრადობამ შესაძლოა საპროცენტო განაკვეთის ზრდის მოლოდინები გააძლიეროს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

გლობალურმა აქციების ფონდებმა ზედიზედ მეშვიდე კვირაა კაპიტალი მოიზიდეს

გლობალურმა აქციების ფონდებმა ზედიზედ მეშვიდე კვირაა ინვესტიციების შემოდინება მიიღეს — ჯამში $38.63 მილიარდი. ევროპული ფონდები ენერგორესურსების გაიაფების ფონზე განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდა, მაშინ როდესაც ტექნოლოგიურ სექტორში ინტერესი შემცირდა, ხოლო ფულის ბაზრის ფონდებმა $172.71 მილიარდი მოიზიდეს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე