გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
მაკრო

ტრამპის ადმინისტრაცია რამდენიმე ბიოტექნოლოგიურ კომპანიასთან მედიკამენტების ფასებზე შეთანხმებას გეგმავს

მარიამ ქადარია27 აგვისტო, 20261 წთ კითხვა
ტრამპის ადმინისტრაცია რამდენიმე ბიოტექნოლოგიურ კომპანიასთან მედიკამენტების ფასებზე შეთანხმებას გეგმავს

ტრამპის ადმინისტრაცია რამდენიმე ბიოტექნოლოგიურ კომპანიასთან მედიკამენტების ფასების შემცირებაზე მიღწეული შეთანხმებების გამოცხადებას ორშაბათს გეგმავს.

შეთანხმების მიხედვით, კომპანიები Medicaid-ის სახელმწიფო პროგრამებს ამბულატორიულად გამოყენებულ მედიკამენტებზე ფასდაკლებას შესთავაზებენ. მიზანია, Medicaid-ის პროგრამამ ამ მედიკამენტებში დაახლოებით იმდენივე გადაიხადოს, რამდენსაც სხვა ქვეყნებში იხდიან. ცალკეული შტატებისთვის შეთანხმებაში მონაწილეობა სავალდებულო არ იქნება.

სანაცვლოდ, ამ კომპანიებს Medicare-ის ფარგლებში მედიკამენტების ფასის დამატებით შემცირება აღარ მოუწევთ. ზოგიერთ კომპანიასთან მოლაპარაკებებისას იმპორტის ტარიფებისგან შეღავათიც განიხილება.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენად შეამცირებს ეს შეთანხმებები სახელმწიფოს ხარჯებს ან რა გავლენას მოახდენს Medicaid-ის ბენეფიციარებზე. პროგრამა მწარმოებლებისგან მედიკამენტებზე ისედაც მნიშვნელოვან ფასდაკლებებს იღებს, ხოლო პაციენტებს რეცეპტით გაცემულ წამლებში ხშირად მცირე თანხის გადახდა უწევთ.

თეთრი სახლის განცხადებით, ადმინისტრაცია ფარმაცევტულ კომპანიებთან მედიკამენტების ფასების შემცირებაზე მოლაპარაკებებს აგრძელებს. კონკრეტული კომპანიების სახელები ამ ეტაპზე არ გასაჯაროებულა.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო26 ნოე. 20262 წთ კითხვა

ოქროს ფასი იცვლება - ინფლაციის ზრდა განაკვეთის მატების მოლოდინს ზრდის

სპოტ ოქრო დოლარის გამყარების ფონზე მცირედ გაიაფდა, მაშინ როცა ოქროს ფიუჩერსები გაიზარდა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო26 ნოე. 20262 წთ კითხვა

ევროპული საფონდო ბირჟები მკვეთრად გაიზარდა

STOXX 600 დილის ვაჭრობაში 1.3%-ით გაიზარდა. ინვესტორების განწყობა გააუმჯობესა აშშ-ის სავაჭრო პოლიტიკის შესახებ ახალმა დეტალებმ.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
AI ტექნოლოგია26 ნოე. 20262 წთ კითხვა

აზიის ტექნოლოგიური აქციები გაიზარდა

ტექნოლოგიური კომპანიების აქციებზე მოთხოვნა გაიზარდა მას შემდეგ, რაც AI სექტორის მიმართ გაჩენილმა ეჭვებმა ბაზარზე მნიშვნელოვანი ვარდნა გამოიწვია.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე