გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

ტრამპმა ივნისში SpaceX-ის აქციები შეიძინა

მარიამ ქადარია25 აგვისტო, 20261 წთ კითხვა
ტრამპმა ივნისში SpaceX-ის აქციები შეიძინა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 23 ივნისს SpaceX-ის 15,001-დან 50,000 დოლარამდე ღირებულების აქციები შეიძინა. ინფორმაცია 12 აგვისტოს ხელმოწერილ ფინანსურ დეკლარაციაშია მითითებული, რომელიც გასულ პარასკევს გამოქვეყნდა.

ივნისში ტრამპის საინვესტიციო ანგარიშზე 1,000-ზე მეტი აქციების ყიდვა-გაყიდვის ოპერაცია განხორციელდა, მათ შორის SpaceX-ის აქციების შეძენაც. კომპანია ბირჟაზე 12 ივნისს გავიდა და მისი პირველადი საჯარო შეთავაზება ისტორიაში ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა.

თეთრი სახლის განმარტებით, ტრამპის საინვესტიციო პორტფელს დამოუკიდებლად მართავენ ფინანსური ორგანიზაციები. პრეზიდენტსა და მისი ოჯახის წევრებს არ შეუძლიათ განსაზღვრონ, რომელ კომპანიებში ჩაიდება თანხა ან როდის მოხდება აქციების ყიდვა და გაყიდვა.

SpaceX-ს აშშ-ის მთავრობასთან არაერთი კონტრაქტი აქვს და საქმიანობისთვის სხვადასხვა ფედერალური უწყების ნებართვებიც სჭირდება. გასულ ხუთშაბათს ტრამპმა საკუთარ გუნდს აშშ-ში კომერციული კოსმოსური გაშვებების რაოდენობის გაზრდაზე მუშაობა დაავალა.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

კრიპტო23 ნოე. 20261 წთ კითხვა

Bitcoin-მა $61 000-ს გადააჭარბა შაბათ-კვირის მკვეთრი ვარდნის შემდეგ

კრიპტოვალუტის ბაზარზე იძულებითი ლიკვიდაციების ტალღამ 24 საათში დაახლოებით $1.8 მილიარდის ღირებულების პოზიციები გააქრო.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო23 ნოე. 20262 წთ კითხვა

ევროპის საფონდო ბაზრები გაიზარდა

STOXX 600 ორშაბათს 0.73%-ით გამყარდა. ზრდას ტექნოლოგიური კომპანიები ლიდერობდნენ, რომელთა აქციებიც გასულ კვირას ხელოვნური ინტელექტის სექტორში მკვეთრად დაეცა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო23 ნოე. 20261 წთ კითხვა

CrowdStrike Zscaler-ის შეძენას განიხილავს

Bloomberg-ის ინფორმაციით, კიბერუსაფრთხოების ორი მსხვილი კომპანიის გაერთიანება შესაძლოა ინდუსტრიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარიგება გახდეს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე