აშშ-ის კონგრესი Microsoft-ისა და ByteDance-ის გარიგებით დაინტერესდა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ჩინეთის საკითხების კომიტეტმა Microsoft-ს მოუწოდა, კანონმდებლებს ინფორმაცია მიაწოდოს ჩინურ კომპანია ByteDance-თან მიმდინარე სავარაუდო მოლაპარაკებების შესახებ. საუბარია Microsoft-ის მიერ ByteDance-ისთვის ხელოვნური ინტელექტის ღრუბლოვანი სერვისების შეთავაზების შესაძლებლობაზე.
კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯონ მულენარმა, ოთხშაბათს განაცხადა, რომ Microsoft-მა ByteDance-ს AI ინსტრუმენტები არ უნდა მიჰყიდოს.
„Microsoft-მა ByteDance-ს ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები არ უნდა მიჰყიდოს. ამერიკის წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიები აშშ-სა და ჩინეთს შორის ხელოვნური ინტელექტის სფეროში მიმდინარე კონკურენციის ორივე მხარეს არ უნდა თამაშობდნენ“, - აღნიშნა მულენარმა.
კომიტეტის მოთხოვნა მიუთითებს, რომ ამერიკელი კანონმდებლები ყურადღებით აკვირდებიან აშშ-ის ტექნოლოგიური კომპანიების თანამშრომლობას ჩინურ ბიზნესებთან, განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტის სფეროში, სადაც ტექნოლოგიური უპირატესობის მოპოვება ორ ქვეყანას შორის კონკურენციის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.
მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.





