გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
ანალიზი

Verizon-მა Google-თან $1 მილიარდზე მეტი ღირებულების შეთანხმება გააფორმა

ნუცა ტყეშელაშვილი24 ივლისი, 20262 წთ კითხვა
Verizon-მა Google-თან $1 მილიარდზე მეტი ღირებულების შეთანხმება გააფორმა

Verizon-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, დენ შულმანმა, განაცხადა, რომ კომპანიამ Google-თან 1 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების შეთანხმება გააფორმა.

მისი თქმით, Verizon Google-ის მონაცემთა ცენტრებს dark fiber-ის (გამოუყენებელი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის) კავშირით უზრუნველყოფს. ასეთი ინფრასტრუქტურა კომპანიებს საშუალებას აძლევს, მაღალი გამტარუნარიანობისა და დაბალი დაყოვნების ქსელები საკუთარი საჭიროებების შესაბამისად მართონ.

შულმანმა განცხადება Verizon-ის კვარტალური ფინანსური შედეგების განხილვისას გააკეთა.

მისივე თქმით, კომპანია წლის ბოლომდე კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან კონტრაქტს ელოდება, რომელთა ჯამური ღირებულება რამდენიმე მილიარდ დოლარს მიაღწევს და Verizon-ს მომდევნო წლებში მრავალმილიარდიან შემოსავალს მოუტანს.

ეს შეთანხმებები ასახავს მზარდ მოთხოვნას მონაცემთა ცენტრების ქსელურ ინფრასტრუქტურაზე, რაც ხელოვნური ინტელექტისა და ღრუბლოვანი ტექნოლოგიების სწრაფ განვითარებას უკავშირდება.

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

მაკრო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

ნავთობის ფასები მერყეობს - ახლო აღმოსავლეთში ტანკერებზე თავდასხმები მიწოდების შეფერხების რისკს ზრდის

ახლო აღმოსავლეთში ტანკერებზე თავდასხმებმა ნავთობის მიწოდების შეფერხების შიში გააძლიერა. მიუხედავად იმისა, რომ Brent ხუთშაბათს თითქმის 4%-ით, ხოლო WTI 2.7%-ით გაძვირდა, ორივე მარკა კვირის განმავლობაში მკვეთრ კლებას აჩვენებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
მაკრო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

აშშ-ის დასაქმების ანგარიში ინვესტორების ყურადღების ცენტრშია

ინვესტორები აშშ-ის ოქტომბრის დასაქმების ანგარიშს ელოდებიან, რომელმაც შესაძლოა Fed-ის დეკემბრის გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინოს. პროგნოზით, ეკონომიკას 65,000 სამუშაო ადგილი დაემატა, უმუშევრობის დონე კი 4.2%-ზე შენარჩუნდა. შრომის ბაზრის მდგრადობამ შესაძლოა საპროცენტო განაკვეთის ზრდის მოლოდინები გააძლიეროს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

გლობალურმა აქციების ფონდებმა ზედიზედ მეშვიდე კვირაა კაპიტალი მოიზიდეს

გლობალურმა აქციების ფონდებმა ზედიზედ მეშვიდე კვირაა ინვესტიციების შემოდინება მიიღეს — ჯამში $38.63 მილიარდი. ევროპული ფონდები ენერგორესურსების გაიაფების ფონზე განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდა, მაშინ როდესაც ტექნოლოგიურ სექტორში ინტერესი შემცირდა, ხოლო ფულის ბაზრის ფონდებმა $172.71 მილიარდი მოიზიდეს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე