გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
AI ტექნოლოგია

Visa ChatGPT-ში გადახდის ფუნქციას ამატებს

მარიამ ქადარია11 ივნისი, 20261 წთ კითხვა
Visa ChatGPT-ში გადახდის ფუნქციას ამატებს

Visa და OpenAI ახალ სისტემაზე მუშაობენ, რომელიც ChatGPT-ს მომხმარებლის სახელით პროდუქტის შერჩევისა და შეძენის შესაძლებლობას მისცემს. ამისთვის მომხმარებელი საკუთარ Visa ბარათს ChatGPT-ს დაუკავშირებს და საჭირო დავალებას მისცემს.

ახალი ფუნქციის საშუალებით ChatGPT მხოლოდ ინფორმაციის მოძიებითა და რეკომენდაციების გაცემით აღარ შემოიფარგლება. მაგალითად, თუ მომხმარებელი განსაზღვრულ ფასად კონკრეტულ პროდუქტს ეძებს, სისტემა შესაბამის ვარიანტებს იპოვის, შეადარებს და მომხმარებლის დადასტურების შემდეგ შეძენის პროცესსაც დაასრულებს.

ახალი მოდელი მნიშვნელოვნად განსხვავდება OpenAI-ის წინა მცდელობისგან, რომელიც შეზღუდული რაოდენობის სავაჭრო პლატფორმებზე იყო დამოკიდებული. Visa-ს ქსელთან ინტეგრაციის შედეგად, სისტემა იმ მილიონობით მაღაზიასთან შეძლებს მუშაობას, რომლებიც Visa-ს ბარათებს იღებენ.

კომპანიების განცხადებით, უსაფრთხოების მიზნით სისტემაში დამატებითი კონტროლის მექანიზმები იქნება ჩაშენებული. მათ შორისაა ხარჯვის ლიმიტები და გადახდის დადასტურების სავალდებულო ეტაპები.

მსგავს ტექნოლოგიაზე Mastercard-იც მუშაობს, თუმცა მისი გადაწყვეტა ამ ეტაპზე ძირითადად ბიზნესკლიენტებზეა ორიენტირებული.

წყარო: Yahoo Finance

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

Hermès-ის შემოსავალი მესამე კვარტალში 4.3%-ით გაიზარდა, თუმცა აქციების ფასი 8%-მდე შემცირდა
ანალიზი23 ოქტ. 20262 წთ კითხვა

Hermès-ის შემოსავალი მესამე კვარტალში 4.3%-ით გაიზარდა, თუმცა აქციების ფასი 8%-მდე შემცირდა

ფრანგულმა ფუფუნების საქონლის მწარმოებელმა Hermès-მა ზრდა ტყავის ნაწარმზე მოთხოვნის წყალობით შეინარჩუნა, განსაკუთრებით ამერიკასა და ევროპაში. მიუხედავად ამისა, შემოსავლის ზრდამ ანალიტიკოსების მოლოდინებს ვერ მიაღწია, რის შემდეგაც კომპანიის აქციების ფასი ბოლო ოთხი თვის მინიმუმამდე დაეცა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
აშშ ენერგეტიკისთვის საჭირო ჩიპების განვითარებას $389 მილიონით დააფინანსებს
საფონდო23 ოქტ. 20261 წთ კითხვა

აშშ ენერგეტიკისთვის საჭირო ჩიპების განვითარებას $389 მილიონით დააფინანსებს

აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრო ოთხი კომპანიისთვის ჯამში 389 მილიონ დოლარამდე გამოყოფს ნახევარგამტარების, ენერგეტიკული ტექნოლოგიებისა და ჩიპების წარმოებისთვის საჭირო მასალების კვლევაზე. სანაცვლოდ მთავრობა თითოეულ კომპანიაში მცირე წილს მიიღებს, თუმცა ხმის უფლება არ ექნება და მათ მართვაში არ ჩაერთვება.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
კანადა Cleveland-Cliffs-ს Stelco-ს ქარხნის გაყიდვით ემუქრება
საფონდო23 ოქტ. 20261 წთ კითხვა

კანადა Cleveland-Cliffs-ს Stelco-ს ქარხნის გაყიდვით ემუქრება

კანადის მთავრობამ ამერიკულ Cleveland-Cliffs-ს 15 დღე მისცა, რათა ონტარიოში მდებარე Stelco-ს ქარხანაში სამუშაო ადგილების შემცირების გეგმაზე უარი თქვას. თუ კომპანია მოთხოვნას არ შეასრულებს, ხელისუფლება სასამართლოს მიმართავს და ქარხნის გაყიდვას მოითხოვს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე