გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
ანალიზი

Volkswagen-ი დამატებით 50 000 სამუშაო ადგილის შემცირებას განიხილავს

ნუცა ტყეშელაშვილი13 ივლისი, 20262 წთ კითხვა
Volkswagen-ი დამატებით 50 000 სამუშაო ადგილის შემცირებას განიხილავს

Volkswagen-ი მსოფლიოში დამატებით დაახლოებით 50 000 სამუშაო ადგილის შემცირების შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ოლივერ ბლუმემ, თანამშრომლებისთვის გაგზავნილ შიდა მემორანდუმში განაცხადა.

ახალი შემცირებები დაემატება უკვე შეთანხმებულ 50 000 სამუშაო ადგილის გაუქმებას, რომელიც მოიცავს როგორც Volkswagen-ის, ისე მისი შვილობილი ბრენდების - Porsche-ისა და Audi-ის თანამშრომლებს.

ბლუმეს განცხადებით, კომპანიის ანალიზის მიხედვით, Volkswagen-ს კონკურენტ ავტომწარმოებლებთან შედარებით 20%-იანი ხარჯობრივი ჩამორჩენა აქვს, რის გამოც დამატებითი ოპტიმიზაცია აუცილებელი გახდა. მისი თქმით, ეს სხვაობა თეორიულად კიდევ 50 000 პოზიციის შემცირებას შეესაბამება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

„ამჟამად ყველა ბრენდის, კომპანიისა და რეგიონის მასშტაბით ვაფასებთ, რამდენად აუცილებელი და რეალისტურია დამატებითი ცვლილებების განხორციელება,“ - აღნიშნულია მემორანდუმში.

გასულ კვირას Volkswagen-მა ასევე განაცხადა, რომ რესტრუქტურიზაციის ფარგლებში მოდელების რაოდენობის დაახლოებით ნახევრამდე შემცირებას და საწარმოო სიმძლავრეების ოპტიმიზაციას გეგმავს. კომპანიაში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება ჩინეთის ბაზარზე გამწვავებულ კონკურენციასა და ევროპაში ჩინური ავტომწარმოებლების მზარდ გავლენას უკავშირდება.

Volkswagen-ის ცნობით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ადმინისტრაციული ხარჯები 1 მილიარდი ევროთი შემცირდა, თუმცა კომპანიაში მიაჩნიათ, რომ ხარჯების კიდევ უფრო შესამცირებლად დამატებითი ნაბიჯებია საჭირო. მათ შორისაა საწარმოო ხარჯების შემცირება, ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაცია და ტექნოლოგიური განვითარების პროცესის დაჩქარება.

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

პოლონეთის საპარლამენტო კომიტეტი ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის ტრიბუნალისთვის გადაცემას ითხოვს
ანალიზი9 ოქტ. 20262 წთ კითხვა

პოლონეთის საპარლამენტო კომიტეტი ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის ტრიბუნალისთვის გადაცემას ითხოვს

პოლონეთის საპარლამენტო კომიტეტმა ცენტრალური ბანკის პრეზიდენტ ადამ გლაპინსკის სახელმწიფო ტრიბუნალისთვის გადაცემას მხარი დაუჭირა. მას 2020–2021 წლებში ბიუჯეტის დეფიციტის შესაძლო უკანონო დაფინანსებასა და ცენტრალური ბანკის პოლიტიზებაში ადანაშაულებენ, თუმცა გლაპინსკი ბრალდებებს უარყოფს. საბოლოო გადაწყვეტილება პოლონეთის სეიმმა უნდა მიიღოს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
ევროპის საფონდო ბაზრები 1.1%-ით გაიზარდა - Stoxx 600-მა სამ თვეზე მეტი ხნის საუკეთესო დღიური შედეგი აჩვენა
საფონდო9 ოქტ. 20263 წთ კითხვა

ევროპის საფონდო ბაზრები 1.1%-ით გაიზარდა - Stoxx 600-მა სამ თვეზე მეტი ხნის საუკეთესო დღიური შედეგი აჩვენა

ევროპის საფონდო ბაზრებმა პარასკევს სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე ძლიერი ერთდღიანი ზრდა აჩვენა. სახელმწიფო ობლიგაციების შემოსავლიანობის შემცირებამ საბანკო სექტორი გააძლიერა, თუმცა SpaceX-ის გარიგების შესახებ ცნობებმა სატელეკომუნიკაციო კომპანიების აქციებზე ზეწოლა გაზარდა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
ევროკავშირი და ჩინეთი ჰიბრიდული ავტომობილებით ვაჭრობის საკითხზე შეთანხმდნენ
მაკრო9 ოქტ. 20263 წთ კითხვა

ევროკავშირი და ჩინეთი ჰიბრიდული ავტომობილებით ვაჭრობის საკითხზე შეთანხმდნენ

ევროკავშირმა და ჩინეთმა ჰიბრიდული ავტომობილებით ვაჭრობის საკითხზე ურთიერთგაგებას მიაღწიეს, თუმცა შეთანხმების დეტალები ჯერ უცნობია. მოლაპარაკებები ევროკავშირსა და ჩინეთს შორის მზარდი სავაჭრო დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს, ხოლო ბრიუსელი ჩინეთთან არსებული სავაჭრო დეფიციტის შემცირებას ცდილობს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე