გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Watches of Switzerland-ის შემოსავალი გაიზარდა

მარიამ ქადარია14 ივლისი, 20261 წთ კითხვა
Watches of Switzerland-ის შემოსავალი გაიზარდა

Watches of Switzerland Group-ის შემოსავალმა 1.83 მილიარდ ფუნტ სტერლინგს მიაღწია. აღნიშნული შედეგი წინა წელთან შედარებით 11%-იანი ზრდაა.

კომპანიისთვის ზრდის წყარო კვლავ ამერიკის ბაზარი იყო. აშშ-ში შემოსავალი 24%-ით გაიზარდა და 927 მილიონ ფუნტს მიაღწია. დღეს ჯგუფის საერთო შემოსავლისა და მოგების ნახევარზე მეტი სწორედ ამ ბაზარზე მოდის. დადებითი დინამიკა შეინიშნებოდა ბრიტანეთშიც, სადაც გაყიდვები 5%-ით გაიზარდა.

ყველაზე მაღალი მოთხოვნა კვლავ ძვირადღირებულ საათებზე იყო. ამ კატეგორიაში გაყიდვები 13%-ით გაიზარდა, ხოლო საიუველირო ნაწარმისა და სხვა ფუფუნების პროდუქტების გაყიდვები 18%-ით გაიზარდა.

ფინანსური ანგარიშის მიხედვით, კომპანიამ წმინდა ვალი 57 მილიონ ფუნტამდე შეამცირა, მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში სტრატეგიული შესყიდვაც განახორციელა.

ხელმძღვანელობა მომავალი ფინანსური წლის პროგნოზს არ ცვლის და შემოსავლების 5-10%-იან ზრდას ელოდება. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ წლის პირველი თვეები წარმატებით დაიწყო. ამერიკის ბაზარზე მოთხოვნა კვლავ მაღალია, ბრიტანეთში კი ბაზრის გამოცოცხლების პირველი ნიშნები უკვე გამოჩნდა.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო26 ნოე. 20262 წთ კითხვა

ოქროს ფასი იცვლება - ინფლაციის ზრდა განაკვეთის მატების მოლოდინს ზრდის

სპოტ ოქრო დოლარის გამყარების ფონზე მცირედ გაიაფდა, მაშინ როცა ოქროს ფიუჩერსები გაიზარდა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო26 ნოე. 20262 წთ კითხვა

ევროპული საფონდო ბირჟები მკვეთრად გაიზარდა

STOXX 600 დილის ვაჭრობაში 1.3%-ით გაიზარდა. ინვესტორების განწყობა გააუმჯობესა აშშ-ის სავაჭრო პოლიტიკის შესახებ ახალმა დეტალებმ.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
AI ტექნოლოგია26 ნოე. 20262 წთ კითხვა

აზიის ტექნოლოგიური აქციები გაიზარდა

ტექნოლოგიური კომპანიების აქციებზე მოთხოვნა გაიზარდა მას შემდეგ, რაც AI სექტორის მიმართ გაჩენილმა ეჭვებმა ბაზარზე მნიშვნელოვანი ვარდნა გამოიწვია.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე