გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Waymo-მ გაფართოებისთვის $5 მილიარდის დაფინანსება მიიღო

მარიამ ქადარია9 ოქტომბერი, 20261 წთ კითხვა
Waymo-მ გაფართოებისთვის $5 მილიარდის დაფინანსება მიიღო

Alphabet-ის ავტონომიური ავტომობილების კომპანია Waymo-მ $5-მილიარდიანი სესხის შეთანხმება გააფორმა. ეს კომპანიის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც მან გაფართოებისთვის სესხით დაფინანსება გამოიყენა.

გარიგების მთავარი მონაწილეები PIMCO, Blackstone და Sixth Street არიან. კრედიტორთა შორის მოხვდნენ Capital Group, Loomis Sayles და T. Rowe Price-იც, ხოლო Goldman Sachs-მა დაფინანსების ორგანიზება იკისრა.

Waymo მიღებულ თანხას რობოტაქსის სერვისის გაფართოებისთვის გამოიყენებს, როგორც აშშ-ში, ისე სხვა ქვეყნებში. გასულ თვეში კომპანიამ მომსახურება აშშ-ის მე-15 ქალაქშიც დაიწყო და სინგაპურის ბაზარზე შესვლაც დააანონსა.

სესხი წელს მიღებულ მსხვილ სააქციო დაფინანსებას ემატება. Waymo-მ რამდენიმე თვის წინ ინვესტორებისგან $16 მილიარდი მიიღო, გარიგებისას კი კომპანიის ღირებულება $126 მილიარდად განისაზღვრა.

წყარო: Reuters

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

Securitize-მა Apple-ის, Nvidia-სა და Microsoft-ის აქციების ციფრული ვერსიებით ვაჭრობა დაიწყო
კრიპტო9 ოქტ. 20261 წთ კითხვა

Securitize-მა Apple-ის, Nvidia-სა და Microsoft-ის აქციების ციფრული ვერსიებით ვაჭრობა დაიწყო

ციფრული აქტივების კომპანია Securitize მომხმარებლებს Apple-ის, Nvidia-სა და Microsoft-ის აქციების ტოკენიზებულ ვერსიებს სთავაზობს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
აშშ-მ Microsoft-ისა და სხვა მსხვილი კომპანიების მწვანე ბარათის განაცხადების განხილვა შეაჩერა
ანალიზი9 ოქტ. 20261 წთ კითხვა

აშშ-მ Microsoft-ისა და სხვა მსხვილი კომპანიების მწვანე ბარათის განაცხადების განხილვა შეაჩერა

აშშ-ის მთავრობამ Microsoft-ის, Adobe-ისა და რამდენიმე მსხვილი საკონსულტაციო კომპანიის მიერ თანამშრომლებისთვის წარდგენილი მწვანე ბარათის განაცხადების განხილვა შეაჩერა. გადაწყვეტილება ეხება Cognizant-ს, Infosys-ს, Tata Consultancy Services-ს, Wipro-ს, HCL-სა და Capgemini-საც.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
Starbucks-მა Chipotle-ის შეძენა განიხილა
საფონდო9 ოქტ. 20261 წთ კითხვა

Starbucks-მა Chipotle-ის შეძენა განიხილა

Starbucks ბოლო თვეებში Chipotle Mexican Grill-ის შეძენაზე მრჩევლებთან მუშაობდა, თუმცა, უცნობია, წარუდგინა თუ არა Starbucks-მა Chipotle-ს ოფიციალური წინადადება. კომპანიებს ინფორმაცია არ დაუდასტურებიათ.

მარიამ ქადარიაწაიკითხე