გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Wells Fargo-მ Lululemon-ის პროგნოზი შეამცირა

ნუცა ტყეშელაშვილი21 ივლისი, 20262 წთ კითხვა
Wells Fargo-მ Lululemon-ის პროგნოზი შეამცირა

Lululemon Athletica-ის აქციები ხუთშაბათს პრემარკეტზე 1.7%-ით დაეცა, მას შემდეგ რაც Wells Fargo-მ სპორტული ტანსაცმლის მწარმოებლის ფინანსური პროგნოზები ბაზრის მოლოდინზე დაბალ დონემდე შეამცირა.

ბანკის ანალიტიკოსის, აიკ ბორუჩოუს შეფასებით, კომპანიის წინაშე არსებული პრობლემები უფრო ღრმაა, ვიდრე ადრე მიიჩნეოდა, რის გამოც აღდგენის პროცესი მეტ დროსა და დამატებით ინვესტიციებს მოითხოვს.

Wells Fargo-ის შეფასებით, Lululemon-ს წინ „გრძელი გზა“ აქვს იმისთვის, რომ კვლავ ინდუსტრიაზე მაღალი ზრდის ტემპს დაუბრუნდეს. ანალიტიკოსის თქმით, კომპანიის მთავარი გამოწვევაა ბრენდის მიმზიდველობის აღდგენა და იმის განსაზღვრა, რამდენი დრო დასჭირდება ამ პროცესს.

ჩინეთის ბაზარზე ბანკი მიუთითებს მზარდ კონკურენციასა და Tier 1 ქალაქებში ბაზრის გაჯერებაზე. ამასთან, კომპანიის მიერ ივნისში მომხდარმა „Great Wall“-ის ინციდენტმაც უარყოფითად იმოქმედა ბრენდის პოზიციებზე. შედეგად, Wells Fargo-მ ჩინეთის გაყიდვების ზრდის პროგნოზი 2027 და 2028 ფისკალური წლებისთვის შეამცირა.

ჩრდილოეთ ამერიკაში კი ანალიტიკოსი ელოდება შემოსავლების შემცირებასა და მარჟების გაუარესებას, რის გამოც, მისი შეფასებით, 2028 ფინანსური წელი კომპანიისთვის კვლავ რთული იქნება. Wells Fargo-მ რეგიონში შედარებადი გაყიდვების პროგნოზი 2028 წლისთვის 0%-იდან -5.5%-მდე შეამცირა.

ბანკის განცხადებით, ბოლო ინდუსტრიულმა კვლევებმა Lululemon-ის მოკლევადიანი პერსპექტივების მიმართ მათი სიფრთხილე კიდევ უფრო გააძლიერა.

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

MSCI ინდონეზიის გლობალური ინდექსებიდან გამორიცხვას განიხილავს
საფონდო20 ოქტ. 20261 წთ კითხვა

MSCI ინდონეზიის გლობალური ინდექსებიდან გამორიცხვას განიხილავს

MSCI ინდონეზიის საფონდო ბაზარზე არსებულ პრობლემებზე მიუთითებს და ქვეყნის გლობალური ინდექსებიდან გამორიცხვას განიხილავს. ორგანიზაციის ყურადღების ცენტრშია კომპანიების მფლობელების შესახებ არასაკმარისი ინფორმაცია, შესაძლო შეთანხმებული ვაჭრობა და არსებული წესების არასათანადო დაცვა.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
ჩინეთი მონეტარული პოლიტიკის მთავარი განაკვეთის შეცვლას განიხილავს
მაკრო20 ოქტ. 20261 წთ კითხვა

ჩინეთი მონეტარული პოლიტიკის მთავარი განაკვეთის შეცვლას განიხილავს

ჩინეთის ცენტრალური ბანკი საპროცენტო პოლიტიკის შეცვლას განიხილავს. ბანკს სურს, მთავარი მაჩვენებელი ერთდღიანი უკურეპოს განაკვეთი გახდეს. ახლა ამ როლს შვიდდღიანი განაკვეთი ასრულებს, რომელიც 2024 წლიდან გამოიყენება.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
JPMorgan-მა აშშ-ის სტრატეგიულ კომპანიებში $5 მილიარდი დააბანდა
საფონდო20 ოქტ. 20261 წთ კითხვა

JPMorgan-მა აშშ-ის სტრატეგიულ კომპანიებში $5 მილიარდი დააბანდა

JPMorgan Chase-მა 5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელა კომპანიებში, რომლებიც აშშ-ის ეკონომიკისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან სფეროებში მუშაობენ.

მარიამ ქადარიაწაიკითხე