გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Wendy’s-ის აქციები 14%-ზე მეტით დაეცა - Trian Fund Management-მა შესაძლო შესყიდვაზე უარი თქვა

ნუცა ტყეშელაშვილი27 აგვისტო, 20262 წთ კითხვა
Wendy’s-ის აქციები 14%-ზე მეტით დაეცა - Trian Fund Management-მა შესაძლო შესყიდვაზე უარი თქვა

Wendy's-ის აქციები ხუთშაბათს წინასაბაზრო ვაჭრობაში 14%-ზე მეტით დაეცა, მას შემდეგ, რაც Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნელსონ პელცის საინვესტიციო კომპანია Trian Fund Management ამ ეტაპზე ბურგერების ქსელის შესაძლო შესყიდვისგან უკან დაიხია.

Reuters-ის წყაროების ინფორმაციით, Trian-ს ამ დროისთვის Wendy’s-ის კერძო კომპანიად გადაქცევის შეთავაზების გაკეთება არ აქვს დაგეგმილი.

გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზად დასახელდა კომპანიის საქმიანობის მიმართ არსებული შეშფოთება, მათ შორის აქციის მიმდინარე ფასი, შეფასების მულტიპლიკატორები და Wendy’s-ის არსებული სტრატეგიული მიმართულება.

Trian დიდი ხნის განმავლობაში Wendy’s-ის მნიშვნელოვანი აქციონერია და კომპანიის დაახლოებით 16%-იან წილს ფლობს. მიმდინარე თვის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საინვესტიციო კომპანია Wendy’s-ის შესყიდვის შეთავაზებაზე მუშაობდა ინვესტორთა კონსორციუმთან ერთად, რომელშიც შედიოდნენ BlueFive Capital და Wendy’s-ის ფრენჩაიზის მფლობელი Flynn Group.

ამ ცნობამ 12 აგვისტოს Wendy’s-ის აქციების ფასი 14.7%-ით გაზარდა. შემდგომი ზრდის შედეგად აქციამ დაახლოებით 9 დოლარს მიაღწია, ხოლო კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ დაახლოებით 1.72 მილიარდი დოლარი შეადგინა.

თუმცა, Trian-ის შესაძლო შესყიდვიდან უკან დახევის შესახებ ახალი ამბის გავრცელების შემდეგ Wendy’s-ის აქციები ოთხშაბათს საბაზრო ვაჭრობის დასრულების შემდეგ 13.3%-ით დაეცა, ხოლო კლება ხუთშაბათის წინასაბაზრო ვაჭრობაშიც გაგრძელდა.

Reuters-ის წყაროების ცნობით, Trian სამომავლო ნაბიჯებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას არ გამორიცხავს და კომპანიას შესაძლო გარიგების მიმართ კვლავ ღია პოზიცია აქვს.

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო26 ნოე. 20262 წთ კითხვა

ოქროს ფასი იცვლება - ინფლაციის ზრდა განაკვეთის მატების მოლოდინს ზრდის

სპოტ ოქრო დოლარის გამყარების ფონზე მცირედ გაიაფდა, მაშინ როცა ოქროს ფიუჩერსები გაიზარდა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო26 ნოე. 20262 წთ კითხვა

ევროპული საფონდო ბირჟები მკვეთრად გაიზარდა

STOXX 600 დილის ვაჭრობაში 1.3%-ით გაიზარდა. ინვესტორების განწყობა გააუმჯობესა აშშ-ის სავაჭრო პოლიტიკის შესახებ ახალმა დეტალებმ.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
AI ტექნოლოგია26 ნოე. 20262 წთ კითხვა

აზიის ტექნოლოგიური აქციები გაიზარდა

ტექნოლოგიური კომპანიების აქციებზე მოთხოვნა გაიზარდა მას შემდეგ, რაც AI სექტორის მიმართ გაჩენილმა ეჭვებმა ბაზარზე მნიშვნელოვანი ვარდნა გამოიწვია.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე