გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Wendy’s-მა $1.4-მილიარდიანი შეთავაზება უარყო

მარიამ ქადარია6 ნოემბერი, 20261 წთ კითხვა
Wendy’s-მა $1.4-მილიარდიანი შეთავაზება უარყო

Wendy’s-მა ნელსონ პელცის Trian Fund Management-ისა და მისი პარტნიორების 1.4-მილიარდიანი შეთავაზება უარყო. ჯგუფს სწრაფი კვების ქსელის სრულად შეძენა სურდა. Wendy’s-ის შეფასებით, შეთავაზებული ფასი კომპანიის რეალურ ღირებულებას მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება.

კომპანიამ დამატებითი ზომებიც მიიღო, რათა მსხვილ ინვესტორს მისი თანხმობის გარეშე აქციების დიდი წილი ვერ დაეგროვებინა. Trian-სა და მასთან დაკავშირებულ კომპანიებს Wendy’s-ის 16.3% უკვე ეკუთვნით.

ახლა ჯგუფს შეუძლია შეთავაზებული ფასი გაზარდოს, კომპანიის ხელმძღვანელობაში ცვლილებები მოითხოვოს ან Wendy’s-ის ახალი გეგმის შედეგებს დაელოდოს.

რაც შეეხება Wendy’s-ის გაყიდვებს, მესამე კვარტალში აშშ-ის რესტორნებში გაყიდვები 5.7%-ით შემცირდა. კომპანია მენიუსა და მარკეტინგის შეცვლაზე მუშაობს და 163-მდე რესტორნის შეძენასაც განიხილავს.

წყარო: Reuters

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

ევროპული საფონდო ბაზრები დაეცა - STOXX 600-მა კვირის განმავლობაში მიღებული ზრდა დაკარგა

ევროპული STOXX 600 პარასკევს 1.6%-ით დაეცა და მიმდინარე კვირის ზრდა სრულად დაკარგა. გლობალურ ბაზრებზე AI სექტორთან დაკავშირებულმა გაურკვევლობამ ტექნოლოგიურ და სხვა სექტორებზე ზეწოლა გააძლიერა, ხოლო Teleperformance-ის აქციები შემოსავლების პროგნოზის შემცირების შემდეგ 18%-ით გაუფასურდა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო6 ნოე. 20261 წთ კითხვა

Commerzbank-ი UniCredit-თან გაერთიანებას აღარ გამორიცხავს

Commerzbank-ი UniCredit-თან გაერთიანებას უკვე აღარ გამორიცხავს. გერმანული ბანკი აქამდე გარიგებას ეწინააღმდეგებოდა, ახლა კი მიიჩნევს, რომ შეთანხმება მისი აქციონერებისთვის შეიძლება მომგებიანი იყოს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
მაკრო6 ნოე. 20261 წთ კითხვა

ჰორმუზის სრუტეში კიდევ სამი ტანკერი დაზიანდა

ჰორმუზის სრუტეში კიდევ სამი ტანკერი დაზიანდა. ირანის რევოლუციური გვარდიის განცხადებით, ორი გემი საზღვაო ნაღმებს შეეჯახა, მესამეს კი ცეცხლი გაუჩნდა. კვირის დასაწყისიდან სრუტეში სულ მცირე ხუთი მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა.

მარიამ ქადარიაწაიკითხე