გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
განათლება

Wizz Air-ის თვითმფრინავებში Starlink-ის ინტერნეტი ამოქმედდება

მარიამ ქადარია9 ივნისი, 20261 წთ კითხვა
Wizz Air-ის თვითმფრინავებში Starlink-ის ინტერნეტი ამოქმედდება

Wizz Air მგზავრებისთვის Starlink-ის თანამგზავრული ინტერნეტის შეთავაზებას გეგმავს. 2027 წლიდან სერვისი ავიაკომპანიის მთელ ფლოტში იქნება ხელმისაწვდომი.

Wizz Air პირველი ევროპული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია გახდება, რომელიც ბორტზე Starlink-ის სწრაფ ინტერნეტს ჩართავს. შეთანხმების ფინანსური დეტალები არ გასაჯაროვებულა, თუმცა ეს ნაბიჯი SpaceX-ისთვისაც მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როცა კომპანია ბირჟაზე გასვლისთვის ემზადება.

ამ სერვისის დანერგვას Wizz Air-ის კონკურენტები ჯერჯერობით თავს არიდებენ. Ryanair და EasyJet აცხადებენ, რომ ბორტზე ინტერნეტის დამატება დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული და თვითმფრინავის წონასაც ზრდის, რაც საწვავის მოხმარებაზე მოქმედებს. Ryanair-ის გათვლით, მსგავსი სერვისი კომპანიას წელიწადში დაახლოებით 250 მილიონი დოლარი დაუჯდებოდა.

Starlink-ის ინტერნეტს უკვე იყენებენ რამდენიმე მსხვილი ავიაკომპანია, მათ შორის American Airlines, United, Southwest, Singapore Airlines და Emirates. Wizz Air კი ელოდება, რომ 2026 ფინანსურ წელს დადებითი შედეგით დაასრულებს.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

LSEG Octus-ს $3.54 მილიარდად შეიძენს
საფონდო23 ოქტ. 20261 წთ კითხვა

LSEG Octus-ს $3.54 მილიარდად შეიძენს

London Stock Exchange Group საკრედიტო ბაზრის მონაცემების კომპანია Octus-ს 3.54 მილიარდ დოლარად შეიძენს. ეს LSEG-ის ყველაზე დიდი გარიგებაა 2019 წლის შემდეგ, როდესაც ჯგუფმა Refinitiv-ის შესაძენად 27 მილიარდი დოლარი გადაიხადა.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
ბიტკოინი 3.5%-ით დაეცა - ტექნოლოგიური აქციების ვარდნა და ნავთობის გაძვირება კრიპტობაზარს აწვება
კრიპტო22 ოქტ. 20262 წთ კითხვა

ბიტკოინი 3.5%-ით დაეცა - ტექნოლოგიური აქციების ვარდნა და ნავთობის გაძვირება კრიპტობაზარს აწვება

ბიტკოინმა ღამის განმავლობაში მიღწეული ზრდა თითქმის სრულად დაკარგა და ფასი 81 653 დოლარამდე შემცირდა. კრიპტობაზარზე ზეწოლას ტექნოლოგიური აქციების მასშტაბური გაყიდვები, საპროცენტო განაკვეთების ზრდის მოლოდინი და ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ფონზე ნავთობის გაძვირება განაპირობებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Spotify-ის აქციები 9%-ზე მეტით გაიზარდა - კომპანია AI-ფუნქციების დახმარებით მომხმარებლების ზრდას ელის
საფონდო22 ოქტ. 20262 წთ კითხვა

Spotify-ის აქციები 9%-ზე მეტით გაიზარდა - კომპანია AI-ფუნქციების დახმარებით მომხმარებლების ზრდას ელის

Spotify მეოთხე კვარტალში მოსალოდნელზე მაღალ საოპერაციო მოგებას პროგნოზირებს. მუსიკის სტრიმინგის პლატფორმა მომხმარებლების მოსაზიდად ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ფუნქციებს ავითარებს, თუმცა ბოლო კვარტლის შემოსავალმა და ერთ აქციაზე მოგებამ ანალიტიკოსების მოლოდინები ვერ გაამართლა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე