გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Wolfe Research Disney-სა და Fox-ს მედიის სექტორში გამორჩეულ აქციებად ასახელებს

მარიამ ქადარია1 სექტემბერი, 20261 წთ კითხვა
Wolfe Research Disney-სა და Fox-ს მედიის სექტორში გამორჩეულ აქციებად ასახელებს

Wolfe Research-ის შეფასებით, მედიის სექტორში ყველაზე საინტერესო შესაძლებლობები ამ ეტაპზე Disney-სა და Fox-ს უკავშირდება. ორივე კომპანიას საინვესტიციო ფირმა „Outperform“ რეიტინგს ანიჭებს.

Disney-ის აქციის სამიზნე ფასი 131 დოლარია, რაც მის ამჟამინდელ ფასთან შედარებით დაახლოებით 21%-ით მეტია. Wolfe Research-ის პროგნოზით, მომდევნო წლებში Disney-ის მოგება ერთ აქციაზე ყოველწლიურად 10%-ზე მეტით გაიზრდება.

ანალიტიკოსები დადებით ფაქტორებად „Avengers: Doomsday“-ზე წინასწარ გაყიდული ბილეთების მაღალ რაოდენობასა და ხარჯების შემცირებას ასახელებენ.

Fox-ის შემთხვევაში სამიზნე ფასი 93 დოლარია, რაც დაახლოებით 36%-იან ზრდას გულისხმობს. Wolfe Research-ში მიაჩნიათ, რომ Fox-ისა და News Corp-ის შესაძლო გაერთიანება ნაკლებად სავარაუდოა და ამ ეტაპზე არც ბიზნესის თვალსაზრისით ჩანს განსაკუთრებით მომგებიანი.

Fox-ისთვის ერთ-ერთი დადებითი ფაქტორი Roku-სთან გაფორმებული გარიგებაა. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ეს კომპანიას გრძელვადიან ზრდაში დაეხმარება. News Corp-ზე კი ბოლო პერიოდში რამდენიმე დადებითი შეფასება გამოქვეყნდა, მათ შორის S&P Global Ratings-ის მიერ საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესება.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

აშშ-ის საფონდო ფიუჩერსები იზრდება - Tesla-ს აქციები Roadster-ის პრეზენტაციის შემდეგ გაძვირდა
საფონდო16 ოქტ. 20263 წთ კითხვა

აშშ-ის საფონდო ფიუჩერსები იზრდება - Tesla-ს აქციები Roadster-ის პრეზენტაციის შემდეგ გაძვირდა

აშშ-ის საფონდო ფიუჩერსები პარასკევს გაიზარდა, თუმცა S&P 500 და Nasdaq კვირის ჭრილში კვლავ კლებას აჩვენებდნენ. Tesla-ს აქციები Roadster-ის დემონსტრაციის შემდეგ გაძვირდა, ხოლო Strategy და CoreWeave ზეწოლის ქვეშ დარჩნენ ინდექსებიდან შესაძლო გამორიცხვისა და AI ინფრასტრუქტურის დაფინანსების რისკების გამო. ამავე დროს, Cohen & Steers-ისა და Alcoa-ს აქციებს ფინანსურმა შედეგებმა, Site Centers-ის შემთხვევაში კი სპეციალური დივიდენდის გამოცხადებამ შეუწყო ხელი.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
გერმანია სიგარეტზე, შაქრიან სასმელებსა და ალკოჰოლზე გადასახადებს ზრდის
საფონდო16 ოქტ. 20262 წთ კითხვა

გერმანია სიგარეტზე, შაქრიან სასმელებსა და ალკოჰოლზე გადასახადებს ზრდის

გერმანია 2027 წლიდან თამბაქოს, შაქრიან სასმელებსა და ალკოჰოლის გარკვეულ სახეობებზე გადასახადებს ზრდის. მოსალოდნელია, რომ ცვლილებები მილიარდობით ევროს დამატებით შემოსავალს მოიტანს და ჯანდაცვის ხარჯების შემცირებას შეუწყობს ხელს. თუმცა, თამბაქოს გადასახადის ზრდას ოპოზიცია აკრიტიკებს და მომხმარებლებისთვის დამატებით ტვირთად მიიჩნევს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
აშშ მსოფლიო ბანკისგან ნავთობისა და გაზის პროექტების დაფინანსების აღდგენას ითხოვს
მაკრო16 ოქტ. 20261 წთ კითხვა

აშშ მსოფლიო ბანკისგან ნავთობისა და გაზის პროექტების დაფინანსების აღდგენას ითხოვს

აშშ-ის ფინანსთა მინისტრ სკოტ ბესენტს სურს, მსოფლიო ბანკმა ნავთობისა და გაზის პროექტების დაფინანსებაზე არსებული შეზღუდვები მოხსნას.

მარიამ ქადარიაწაიკითხე