გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

XRG Eni-ს ლიბიურ ბიზნესში წილის შეძენაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

მარიამ ქადარია23 ოქტომბერი, 20261 წთ კითხვა
XRG Eni-ს ლიბიურ ბიზნესში წილის შეძენაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

ADNOC-ის საინვესტიციო კომპანია XRG იტალიურ Eni-სთან ლიბიის ნავთობისა და გაზის ბიზნესში წილის შეძენას განიხილავს. მოლაპარაკებები საწყის ეტაპზეა და შეთანხმება ჯერ არ მიღწეულა.

Eni ლიბიაში 1959 წლიდან საქმიანობს. გასულ წელს ქვეყანაში მისი წარმოება დღეში დაახლოებით 162 ათას ბარელ ნავთობის ეკვივალენტს შეადგენდა, რაც კომპანიის საერთო მაჩვენებლის თითქმის 10%-ია. ლიბიურ ბიზნესს Eni სახელმწიფო National Oil Corporation-თან ერთად შექმნილი Mellitah Oil & Gas-ის მეშვეობით მართავს.

კომპანია გეგმავს, 2035 წლისთვის LNG-ის წლიური წარმოების მოცულობა 20-25 მილიონ ტონამდე გაზარდოს. სპარსეთის ყურეში გახანგრძლივებული დაძაბულობის ფონზე XRG სხვა რეგიონებშიც ზრდის აქტივობას. კომპანია Eni-სთან უკვე თანამშრომლობს არგენტინაში YPF-ის მრავალმილიარდიან LNG პროექტზე.

წყარო: Reuters

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

მაკრო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

აშშ-ის დასაქმების ანგარიში ინვესტორების ყურადღების ცენტრშია

ინვესტორები აშშ-ის ოქტომბრის დასაქმების ანგარიშს ელოდებიან, რომელმაც შესაძლოა Fed-ის დეკემბრის გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინოს. პროგნოზით, ეკონომიკას 65,000 სამუშაო ადგილი დაემატა, უმუშევრობის დონე კი 4.2%-ზე შენარჩუნდა. შრომის ბაზრის მდგრადობამ შესაძლოა საპროცენტო განაკვეთის ზრდის მოლოდინები გააძლიეროს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
მაკრო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

ნავთობის ფასები მერყეობს - ახლო აღმოსავლეთში ტანკერებზე თავდასხმები მიწოდების შეფერხების რისკს ზრდის

ახლო აღმოსავლეთში ტანკერებზე თავდასხმებმა ნავთობის მიწოდების შეფერხების შიში გააძლიერა. მიუხედავად იმისა, რომ Brent ხუთშაბათს თითქმის 4%-ით, ხოლო WTI 2.7%-ით გაძვირდა, ორივე მარკა კვირის განმავლობაში მკვეთრ კლებას აჩვენებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

გლობალურმა აქციების ფონდებმა ზედიზედ მეშვიდე კვირაა კაპიტალი მოიზიდეს

გლობალურმა აქციების ფონდებმა ზედიზედ მეშვიდე კვირაა ინვესტიციების შემოდინება მიიღეს — ჯამში $38.63 მილიარდი. ევროპული ფონდები ენერგორესურსების გაიაფების ფონზე განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდა, მაშინ როდესაც ტექნოლოგიურ სექტორში ინტერესი შემცირდა, ხოლო ფულის ბაზრის ფონდებმა $172.71 მილიარდი მოიზიდეს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე