საზაფხულო ბანაკი
4-ღამიანი საგანმანათლებლო ბანაკი მათთვის, ვისაც სურს ფინანსური ბაზრების, ტრეიდინგისა და ინვესტიციების პრაქტიკული გაცნობა. ბანაკის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან ბაზრების მუშაობის პრინციპებს, ინვესტირების საფუძვლებს, რისკების მართვას და ტრეიდინგის პრაქტიკულ მიდგომებს. პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ სესიებს, ასევე პრაქტიკულ აქტივობებს, ყოველ საღამოს სპეციალურ ტრეიდინგ აქტივობას, გუნდურ დავალებებსა და ფინანსურ თამაშებს.
პროგრამის აღწერა
☀️📈 ზაფხული, რომელიც შენს ფინანსურ აზროვნებას ახალ დონეზე აიყვანს.
ტრეიდერების ჰაბი გიწვევს ტრეიდინგისა და ინვესტიციების საზაფხულო ბანაკზე — სასტუმრო „უშბაში“, სივრცეში, სადაც ფინანსური განათლება, პრაქტიკა, ბუნება და ახალი გამოცდილება ერთიანდება.
🎓 ინტენსიური პრაქტიკული ტრენინგები ტრეიდინგისა და ინვესტიციების შესახებ 📊 რეალური ბაზრის ანალიზი და სპეციალური ტრეიდინგ აქტივობები ყოველ საღამოს 💻 პრაქტიკული სავაჭრო სესიები პროფესიონალებთან ერთად 📈 მაკროეკონომიკა, ტექნიკური და ფუნდამენტალური ანალიზი, რისკების მართვა და ტრეიდინგის ფსიქოლოგია
პროგრამა დაგეგმილია ისე, რომ მონაწილემ მიიღოს არა მხოლოდ თეორიული ცოდნა, არამედ პრაქტიკული გამოცდილებაც. დღის განმავლობაში გაიმართება სასწავლო სესიები და გუნდური დავალებები, საღამოს კი მონაწილეები ჩაერთვებიან ფინანსურ თამაშებში, ბაზრის ანალიზსა და ტრეიდინგ აქტივობებში.
🏔 4 ღამე სასტუმრო „უშბაში“ — განვითარებაზე ორიენტირებული გარემო, ახალი კავშირები, საინტერესო ადამიანები და გამოცდილება, რომელიც დიდხანს დაგამახსოვრდება.
თუ გინდა, ზაფხული მხოლოდ დასვენება არ იყოს და რეალური ცოდნით, პრაქტიკითა და სწორი გარემოთი გააძლიერო შენი მომავალი — ეს ბანაკი შენთვის არის.
🚀 ფინანსური განვითარების გზა აქ იწყება.
ტრენერები

10+ წლის გამოცდილება საფონდო ბაზრებსა და კრიპტოვალუტებში. ტრეიდერების ჰაბის დამფუძნებელი, ლექტორი და მენტორი.

6+ წლიანი გამოცდილება CFD, ფიუჩერსების და საფონდო ბაზრებზე. ტრეიდერების ჰაბის ანალიტიკოსი, ტრეიდერი და მენტორი, რომელიც ბაზარს უყურებს როგორც ტექნიკური და ფუნდამენტალური ანალიზის, ასევე ბაზრის ფსიქოლოგიის ჭრილში.
ხშირად დასმული კითხვები
ვერ იპოვე პასუხი? დაგვიკავშირდი.
- ბანაკი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს ფინანსური ბაზრების, ტრეიდინგისა და ინვესტიციების პრაქტიკული გაცნობა. მონაწილეობა შეუძლიათ 16 წლის და ზემოთ ასაკის პირებს — როგორც დამწყებებს, ისე მათ, ვისაც უკვე აქვს საბაზისო ცოდნა ან მეტი.


