გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
მედია სიახლეები

ტრეიდერების ჰაბის სიახლეები

რას ვაკეთებთ, სად შეგიძლია გვნახო და რა შეიცვალა — ჩვენი გუნდის სიახლეები ერთ ადგილას.

ღონისძიება
14 აგვ. 2026The Trading and Investment Summer Camp 2026

ტრეიდინგისა და ინვესტიციების საზაფხულო ბანაკი 2026

ტრეიდინგისა და ინვესტიციების საზაფხულო ბანაკი 17-21 აგვისტოს, მესტიაში, სასტუმრო "ლილატ"-ში გაიმართება. ხუთდღიანი პროგრამა მოიცავს პრაქტიკულ სწავლებას, live trading სესიებს, ფინანსური ბაზრების ანალიზსა და რეალურ სავაჭრო პროცესზე დაფუძნებულ გამოცდილებას. ბანაკის ოფიციალური სპონსორია XM. ადგილები შეზღუდულია - რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით.

მედია
5 აგვ. 2026Radio Fortuna FM 106.9

Radio Fortuna FM 106.9: რატი ქირია Study UK Alumni Awards 2026-ის გლობალური ფინალისტია

რატი ქირია British Council-ის Study UK Alumni Awards 2026-ის Business and Innovation Award-ის გლობალურ ფინალისტად დასახელდა და გახდა პირველი ქართველი, რომელმაც კონკურსის გლობალურ ფინალში გააღწია. რატი მსოფლიოს 7 ფინალისტს შორის მოხვდა და საერთაშორისო პლატფორმაზე საქართველოსა და Wider Europe-ის რეგიონს წარმოადგენს. აღიარება უკავშირდება მის საქმიანობას ფინანსური განათლების, ტექნოლოგიური ინოვაციებისა და ტრეიდერების ჰაბის განვითარების მიმართულებით.

მედია
5 აგვ. 2026Caucasus Business Week

Caucasus Business Week: რატი ქირია Study UK Alumni Awards 2026-ის პირველი ქართველი გლობალური ფინალისტია

რატი ქირია British Council-ის Study UK Alumni Awards 2026-ის Business and Innovation Award-ის გლობალურ ფინალისტად დასახელდა და გახდა პირველი ქართველი, რომელმაც კონკურსის გლობალურ ფინალში გააღწია. კონკურსში 120 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, ხოლო ოთხ კატეგორიაში სულ 28 გლობალური ფინალისტი შეირჩა. რატი Business and Innovation Award-ის 7 ფინალისტს შორისაა და საერთაშორისო დონეზე საქართველოსა და Wider Europe რეგიონს წარმოადგენს.

პარტნიორობა
1 აგვ. 2026Traders’ Hub x Gaus Crypto

ტრეიდერების ჰაბს ახალი ოფიციალური კრიპტო გადამცვლელი პარტნიორი ჰყავს - Gaus Crypto

ტრეიდერების ჰაბს ახალი ოფიციალური კრიპტო გადამცვლელი პარტნიორი ჰყავს - Gaus Crypto. პარტნიორობის ფარგლებში ვიწყებთ თანამშრომლობას კომპანიასთან, რომელიც საქართველოში მომხმარებლებს კრიპტოვალუტის ყიდვა-გაყიდვის ლიცენზირებულ და უსაფრთხო სერვისს სთავაზობს. თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა ერთობლივი ინიციატივა და აქტივობა.

ღონისძიება
15 ივნ. 2026The Trading and Investment Forum 2026

ტრეიდინგისა და ინვესტიციების ფორუმი 2026

ტრეიდინგისა და ინვესტიციების ფორუმი 2026, Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის ფარგლებში, 19 ივნისს Wyndham Grand Tbilisi Hotel-ში გაიმართება. ფორუმი გააერთიანებს ტრეიდერებს, ინვესტორებს, სტუდენტებს, საგანმანათლებლო ორგანიზაციებსა და პარტნიორ კომპანიებს. პროგრამა მოიცავს პანელურ დისკუსიას, ნეთვორქინგს, ტრეიდინგ ჩემპიონატსა და ფინანსურ ბაზრებთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტივობას.

მედია
2 ივნ. 2026გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი • UN Global Compact Network Georgia

ტრეიდერების ჰაბი გაეროს გლობალური შეთანხმების (United Nations Global Compact) მონაწილე გახდა

ტრეიდერების ჰაბი გაეროს გლობალური შეთანხმების (United Nations Global Compact) მონაწილე გახდა. ინიციატივაში მონაწილეობა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია კომპანიისთვის მდგრადი განვითარების, პასუხისმგებლიანი ბიზნესპრაქტიკისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მიმართულებით. ტრეიდერების ჰაბი აგრძელებს განათლების, ინოვაციისა და მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაფუძნებული საქმიანობის გაძლიერებას.

პარტნიორობა
28 მაი. 2026Traders’ Hub x Grigol Robakidze University

ტრეიდერების ჰაბისა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის თანამშრომლობა გრძელდება

ტრეიდერების ჰაბისა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის თანამშრომლობა გრძელდება. უნივერსიტეტში გამართული დასაქმების ფორუმის ფარგლებში, ტრეიდერების ჰაბის ხელმძღვანელმა რატი ქირიამ და ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანმა ვახტანგ ჭარაიამ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. პარტნიორობა სტუდენტებისთვის პრაქტიკული ცოდნის, პროფესიული განვითარების და ფინანსური განათლების მიმართულებით ახალი შესაძლებლობების შექმნას ემსახურება.

პარტნიორობა
27 მაი. 2026Traders’ Hub x Benefit

ტრეიდერების ჰაბი და Benefit ახალ პარტნიორობას იწყებენ

ტრეიდერების ჰაბი და Benefit ახალ პარტნიორობას იწყებენ. თანამშრომლობა აერთიანებს ფინანსურ განათლებას, ექსკლუზიურ შესაძლებლობებსა და საერთო ღირებულებებს. პარტნიორობის მიზანია პროფესიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს აუდიტორიისთვის, რომელიც განვითარებასა და გააზრებულ ფინანსურ გადაწყვეტილებებს აფასებს. პარტნიორობის ფარგლებში დაგეგმილია ახალი ინიციატივები და ერთობლივი აქტივობები.

ღონისძიება
5 მაი. 2026Discover the World of Financial Markets

ტრეიდერების ჰაბი x XM - ფინანსური ბაზრების სემინარი

30 მაისს Holiday Inn Tbilisi-ში ტრეიდერების ჰაბისა და XM-ის ფინანსური ბაზრების სემინარი გაიმართება. ღონისძიება გააერთიანებს ფინანსურ განათლებას, პრაქტიკულ გამოცდილებას და საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის შესაძლებლობებს. მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას ფინანსური ბაზრების, ტრეიდინგის, ინვესტირების, XM-ის სერვისებისა და ტრეიდერების ჰაბის პროგრამების შესახებ. სემინარის ფარგლებში ასევე გაიმართება კითხვა-პასუხის სესია და გათამაშდება ჯამში $300 სავაჭრო კრედიტი.

პარტნიორობა
16 აპრ. 2026Traders' Hub x Stellex

Stellex და ტრეიდერების ჰაბი ახალ პარტნიორობას იწყებენ

Stellex და ტრეიდერების ჰაბი ახალ პარტნიორობას იწყებენ. თანამშრომლობის ფარგლებში მომხმარებლებს ციფრული აქტივების გადაცვლის სპეციალური პირობები ექნებათ. პრომოკოდით RatiStellex პირველ ვიზიტზე საკომისიოზე 25%-იანი ფასდაკლება მოქმედებს. შეთავაზება ძალაშია 25 აპრილის ჩათვლით.

ღონისძიება
9 აპრ. 2026GTW San Francisco Business Week 2026

ტრეიდერების ჰაბი Global Tech Weekend San Francisco Business Week 2026-ზე

Global Tech Weekend San Francisco Business Week დასრულდა. ხუთდღიანმა ღონისძიებამ გააერთიანა დამფუძნებლები, ინვესტორები და ბიზნეს ლიდერები, შექმნა ახალი კავშირები და თანამშრომლობის შესაძლებლობები. პროგრამა მოიცავდა დახურულ სესიებს, მაღალი დონის შეხვედრებსა და ნეთვორქინგს. მნიშვნელოვან ღონისძიებებს შორის იყო GTW Showcase San Francisco 2026, “Where Silicon Valley Meets the Caucasus and Central Asia” და Schack15 Ecosystem Tour & Networking Session.

ღონისძიება
10 მარ. 2026The Trading and Investment Winter Camp 2026

ტრეიდინგისა და ინვესტიციების ზამთრის ბანაკი 2026

ტრეიდინგისა და ინვესტიციების ზამთრის ბანაკი 2026, 16-20 თებერვალს, მთის კურორტ „განთიადში“ გაიმართა. რამდენიმე დღის განმავლობაში მონაწილეები მუშაობდნენ ფინანსურ ბაზრებზე, იღებდნენ პრაქტიკულ გამოცდილებას და რეალურ გარემოში ამოწმებდნენ საკუთარ ტრეიდინგ სტრატეგიებს. ბანაკის გენერალური სპონსორი იყო გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი, რომლის მხარდაჭერით მონაწილეებს ცოდნისა და პროფესიული განვითარების დამატებითი შესაძლებლობები მიეცათ.

პარტნიორობა
27 იან. 2026Traders’ Hub x XM

ტრეიდერების ჰაბი გახდა საერთაშორისო საბროკერო კომპანია XM Group-ის ოფიციალური რეგიონული პარტნიორი საქართველოში.

ტრეიდერების ჰაბი გახდა საერთაშორისო საბროკერო კომპანია XM Group-ის ოფიციალური რეგიონული პარტნიორი საქართველოში. XM Group გლობალური ბრენდია, რომელიც მილიონობით მომხმარებელს ემსახურება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. პარტნიორობის ფარგლებში დაგეგმილია სპეციალური აქტივობები, ბონუს შეთავაზებები, საგანმანათლებლო პროექტები, პროფესიული ტრენინგები, სემინარები და საერთაშორისო ღონისძიებები. თანამშრომლობა მიზნად ისახავს საქართველოში ფინანსური განათლებისა და საერთაშორისო შესაძლებლობების განვითარებას.

მედია
27 ნოე. 2025კორპორაციული მდგრადობის ჯილდო 2025

ტრეიდერების ჰაბი „კორპორაციული მდგრადობის ჯილდო 2025“-ის ფინალისტებს შორის

26 ნოემბერს ტრეიდერების ჰაბმა მონაწილეობა მიიღო გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ ორგანიზებულ „კორპორაციული მდგრადობის ჯილდო 2025“-ში. ტრეიდერების ჰაბი უკვე მეორე წელია ფინალისტებს შორის მოხვდა „ხარისხიანი განათლების“ ნომინაციაში, როგორც საქართველოში მაღალი ხარისხის ფინანსური განათლების მიმწოდებელი. კონკურსში მონაწილეობდა 104 კომპანია და 166 განაცხადი, ხოლო ფინალისტებს შორის 26 წამყვანი ქართული კომპანია დასახელდა.

მედია
16 ნოე. 2025Financial Week

„ფინანსური კვირა“ ტრეიდერების ჰაბისგან - რადიო კომერსანტზე.

„ფინანსური კვირა“ ტრეიდერების ჰაბის ახალი პროექტია რადიო კომერსანტზე. გადაცემა ყოველ ხუთშაბათს, 16:30-ზე გავა ეთერში და კვირის ყველაზე მნიშვნელოვან ფინანსურ მოვლენებს მიმოიხილავს. თემებს შორის იქნება კრიპტო ბაზრის ტენდენციები, ფორექსის ძირითადი მოძრაობები და კაპიტალის ბაზრების ანალიზი. გადაცემის ვიდეო ვერსია ასევე ხელმისაწვდომი იქნება ტრეიდერების ჰაბის YouTube არხზე.

ღონისძიება
1 ნოე. 2025“The Power of Now: Education of Trading” Workshop in Dubai

რატი ქირია Gate.com-ის „The Power of Now: Education of Trading“ ვორქშოპზე დუბაიში

🎓 რატი ქირია, ტრეიდერების ჰაბის ხელმძღვანელი, მონაწილეობს Gate.com-ის მიერ დუბაიში ორგანიზებულ After-Halloween Workshop-ზე - “The Power of Now: Education of Trading”. ეს Gate-ის პირველი ოფლაინ ვორქშოპია, რომელიც ტრეიდინგსა და ფინანსურ განათლებას ეძღვნება. რატი მონაწილეებს გაუძღვება პრაქტიკულ სესიებს და გაუზიარებს გამოცდილებას კრიპტო, ფორექსისა და საფონდო ბაზრების, ტრეიდინგის ფსიქოლოგიისა და ტექნიკური ანალიზის მიმართულებით.

ღონისძიება
24 ოქტ. 2025After-Halloween Workshop in Dubai

ტრეიდერების ჰაბი x Gate.com: After-Halloween Workshop დუბაიში

🎃 ტრეიდერების ჰაბი უერთდება Gate.com-ის მიერ დუბაიში ორგანიზებულ “The Power of Now” After-Halloween Workshop-ს. ღონისძიებაში ტრეიდერების ჰაბს წარმოადგენს რატი ქირია, რომელიც მონაწილეებს გაუზიარებს პრაქტიკულ გამოცდილებას ტრეიდინგის, რისკების მართვისა და ფინანსური ბაზრების მიმართულებით. ვორქშოპი “The Power of Now”-ის საგანმანათლებლო ინიციატივის ნაწილია და მიზნად ისახავს Web3 საზოგადოებისთვის პრაქტიკული ცოდნის გაზიარებას.

მედია
18 სექ. 2025GRUNI’s Student Investment Fund

გრუნის სტუდენტური საინვესტიციო ფონდი 23 ივლისიდან დღემდე 11.82%-ით გაიზარდა

გრუნის სტუდენტური საინვესტიციო ფონდი 23 ივლისიდან დღემდე 11.82%-ით გაიზარდა. პროექტი ტრეიდერების ჰაბისა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პარტნიორობით შეიქმნა და სტუდენტებს ფინანსურ ბაზრებზე პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას აძლევს. პროგრამის ფარგლებში სტუდენტები თავდაპირველად სიმულაციურ გარემოში სწავლობენ, შემდეგ კი რეალურ ბაზარზე თავად იკვლევენ აქტივებს, ამზადებენ ანალიზებს და იღებენ საინვესტიციო გადაწყვეტილებებს.

ღონისძიება
18 სექ. 2025“The Power of Now” in Dubai

ტრეიდერების ჰაბი Gate Group-ის „The Power of Now“ ღონისძიებაზე დუბაიში

„The Power of Now“ ღონისძიება 16 სექტემბერს დუბაიში გაიმართა და Gate Group-ის ორგანიზებით კრიპტო ინდუსტრიის ლიდერები, AI ექსპერტები, მეწარმეები და არტისტები გააერთიანა. 🌍 ღონისძიებაზე ერთ-ერთ სპიკერად წარდგა ტრეიდერების ჰაბის ხელმძღვანელი რატი ქირია, რომელმაც ტრეიდერების ჰაბი, Gate Group-ის ექსკლუზიური რეგიონული პარტნიორი საქართველოში, წარადგინა. ღონისძიება მოიცავდა დისკუსიებს AI-ზე, Web3-ზე, ხელოვნებასა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე. 🚀

ღონისძიება
2 სექ. 2025The Trading and Investment Summer Camp 2025

ტრეიდინგისა და ინვესტიციების საზაფხულო ბანაკი 2025

ტრეიდინგისა და ინვესტიციების საზაფხულო ბანაკი 2025, 25-29 აგვისტოს წყალტუბო პლაზაში გაიმართა. ბანაკის გენერალური სპონსორი იყო გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი. პროგრამა მოიცავდა 30+ საათიან პრაქტიკულ ტრენინგებს, რეალურ ბაზარზე ვაჭრობის სესიებს, პროფესიონალებთან შეხვედრებს, ექსკურსიასა და სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობას. ბანაკმა მონაწილეებს ცოდნის გაღრმავებისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობა მისცა.

პარტნიორობა
19 აგვ. 2025Traders'Hub x NCM

ტრეიდერების ჰაბი გახდა ქუვეითური საბროკერო კომპანიის NCM Global-ის ოფიციალური რეგიონული პარტნიორი საქართველოში!

📢 ტრეიდერების ჰაბი გახდა ქუვეითური საბროკერო კომპანიის NCM Global-ის ოფიციალური რეგიონული პარტნიორი საქართველოში! 🇬🇪🤝🇰🇼 NCM Global საერთაშორისო საბროკერო კომპანიაა, რომელიც ლიცენზირებულია ქუვეითში, საუდის არაბეთში, თურქეთსა და იორდანიაში. პარტნიორობის ფარგლებში ტრეიდერების ჰაბი და NCM Global ერთობლივად გეგმავენ საგანმანათლებლო პროგრამებს, სემინარებს, საერთაშორისო ღონისძიებებსა და სპეციალურ აქტივობებს. ახალი პარტნიორობა კიდევ ერთი ნაბიჯია საქართველოში ფინანსური განათლებისა და საერთაშორისო შესაძლებლობების განვითარებისკენ.

პარტნიორობა
7 აგვ. 2025Traders' Hub x Gate

ტრეიდერების ჰაბი გახდა Gate.com-ის ოფიციალური რეგიონული პარტნიორი საქართველოში!

📢 ტრეიდერების ჰაბი გახდა Gate.com-ის ოფიციალური რეგიონული პარტნიორი საქართველოში! 🇬🇪🤝 Gate.com უკვე ოფიციალურად თანამშრომლობს ტრეიდერების ჰაბთან საქართველოში. პარტნიორობის ფარგლებში ქართველ ტრეიდერებსა და ინვესტორებს ელოდებათ კონკურსები, ბონუსები, საგანმანათლებლო პროგრამები და ახალი საერთაშორისო შესაძლებლობები. ეს თანამშრომლობა კიდევ ერთი ნაბიჯია საქართველოში ფინანსური განათლებისა და თანამედროვე სავაჭრო შესაძლებლობების განვითარებისკენ.

ღონისძიება
22 ივნ. 2025Trading and Investment Forum 2025

ტრეიდინგისა და ინვესტიციების ფორუმი 2025

22 ივნისს, Wyndham Grand Tbilisi-ში გაიმართება „ტრეიდინგისა და ინვესტიციების ფორუმი 2025“. ფორუმის მიზანია ფინანსური ბაზრების განვითარების ხელშეწყობა, სექტორის წარმომადგენლების გაერთიანება და პროფესიული დისკუსიების გამართვა. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ტრეიდერები, უნივერსიტეტები, სკოლები და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები. პროგრამა მოიცავს პანელურ დისკუსიას, ტრეიდინგ ჩემპიონატს, დაჯილდოებასა და სხვადასხვა აქტივობას. დასწრება უფასოა.

ღონისძიება
4 ოქტ. 2024Traders’ Hub - Forex Expo Dubai 2024

ტრეიდერების ჰაბი მონაწილეობას მიიღებს Forex Expo Dubai 2024-ზე

ტრეიდერების ჰაბი მონაწილეობას მიიღებს Forex Expo Dubai 2024-ზე, რომელიც 7-8 ოქტომბერს დუბაიში გაიმართება. Forex Expo Dubai საერთაშორისო ღონისძიებაა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან აერთიანებს წამყვან ფინანსურ კომპანიებს, ბროკერებს, ტრეიდერებსა და საინვესტიციო ეკოსისტემის წარმომადგენლებს. ღონისძიებაში მონაწილეობა ტრეიდერების ჰაბს შესაძლებლობას მისცემს გააძლიეროს საერთაშორისო კავშირები და განავითაროს ახალი პარტნიორული ურთიერთობები.

მიღწევა
23 სექ. 2024Traders’ Hub Branch in London

ტრეიდერების ჰაბი საერთაშორისო ბაზარზე ფართოვდება

ტრეიდერების ჰაბი საერთაშორისო ბაზარზე ფართოვდება - ჩვენი პირველი ფილიალი დიდ ბრიტანეთში, ლონდონში დაარსდა. Traders’ Academy-ის საშუალებით ფინანსური განათლების სფეროში დაგროვილი გამოცდილება უკვე საერთაშორისო აუდიტორიისთვისაც გახდება ხელმისაწვდომი. ახალი პლატფორმა მომხმარებლებს შესაძლებლობას მისცემს გაიღრმაონ ცოდნა და პრაქტიკული უნარები ტრეიდინგისა და ინვესტირების მიმართულებით. www.tradersacademy.uk

ღონისძიება
27 აგვ. 2024Trading and Investment Summer Camp 2024

ტრეიდინგისა და ინვესტიციების საზაფხულო ბანაკი 2024

ტრეიდინგისა და ინვესტიციების საზაფხულო ბანაკი 2024-ის გენერალური სპონსორი Grigol Robakidze University გახდა. ბანაკი კურორტ მზეთამზეში მიმდინარეობს და მონაწილეებს ტრეიდინგისა და ინვესტირების მიმართულებით თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას სთავაზობს. ტრეიდერების ჰაბის გუნდი უნივერსიტეტს პროექტის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

ღონისძიება
29 ივნ. 2024Trading and Investment Forum 2024

ტრეიდინგისა და ინვესტიციების ფორუმი 2024

2024 წლის 29 ივნისს, სასტუმრო ბილტმორში, ტრეიდერების ჰაბმა „ტრეიდინგისა და ინვესტიციების ფორუმი 2024“ გამართა. ფორუმის მიზანი იყო საქართველოში ფინანსური ბაზრების განვითარების მხარდაჭერა, სფეროს წარმომადგენლების გაერთიანება და პროფესიული დისკუსიების ხელშეწყობა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ტრეიდერები, უნივერსიტეტები, სკოლები და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები. მთავარი პანელური დისკუსია დაეთმო თემას - „ფინანსური ბაზრების გამოწვევები და შესაძლებლობები საქართველოში“.

პარტნიორობა
2 თებ. 2024Traders' Hub x Buckswood School

ტრეიდერების ჰაბმა Buckswood School Tbilisi-ში სასკოლო საინვესტიციო ფონდი დააარსა.

ტრეიდერების ჰაბმა Buckswood School Tbilisi-ში სასკოლო საინვესტიციო ფონდი დააარსა. პროექტის ფარგლებში სკოლაში დაინერგა ფინანსური განათლების პროგრამა, რომელიც მოსწავლეებს გლობალური ფინანსური ბაზრების შესახებ თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას აძლევს. მოსწავლეები გაეცნობიან საინვესტიციო პროცესებს, აქტივების ანალიზსა და შერჩევას და მონაწილეობას მიიღებენ სასკოლო საინვესტიციო ფონდის მართვის პროცესში.