გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
განათლება

2029 წლიდან ციფრული ევროს ამოქმედება იგეგმება

მარიამ ქადარია29 ივნისი, 20262 წთ კითხვა
2029 წლიდან ციფრული ევროს ამოქმედება იგეგმება

ევროკავშირში ციფრული ევროს შექმნის პროცესი ახალ ეტაპზე გადადის. პროექტის მიზანია, მოქალაქეებს ნაღდი ფულის პარალელურად გადახდის ახალი საშუალება შესთავაზოს და ევროპის საგადახდო სისტემა უცხოურ პლატფორმებზე ნაკლებად დამოკიდებული გახადოს.

ევროპარლამენტმა ციფრული ევროს პროექტს მხარი დაუჭირა. თუ საკანონმდებლო პროცესი დაგეგმილი ვადით დასრულდება, საპილოტე პროგრამა 2027-2028 წლებში დაიწყება, ხოლო ციფრული ევროს გამოყენება ფართო მასშტაბით, სავარაუდოდ, 2029 წლიდან გახდება შესაძლებელი.

ციფრული ევრო ყოველდღიური გადახდებისთვის იქნება განკუთვნილი. ის ნაღდი ფულის ჩანაცვლებას არ ითვალისწინებს და მისი დამატებითი ალტერნატივა იქნება. მომხმარებლები მას სპეციალური ციფრული საფულეების მეშვეობით გამოიყენებენ, რომლებსაც კომერციული ბანკები და საგადახდო მომსახურების კომპანიები შესთავაზებენ, ხოლო ვალუტის გამოშვებასა და სისტემის მართვას ევროპის ცენტრალური ბანკი უზრუნველყოფს.

პროექტის მიხედვით, ერთ მომხმარებელს, სავარაუდოდ, მაქსიმუმ 3 000 ევროს შენახვა შეეძლება. ამ თანხაზე საპროცენტო სარგებელი არ დაირიცხება, ხოლო ლიმიტის გადაჭარბების შემთხვევაში ზედმეტი თანხა ავტომატურად საბანკო ანგარიშზე გადაირიცხება.

ევროპის ცენტრალური ბანკი განსაკუთრებულ ყურადღებას მომხმარებელთა პირადი მონაცემების დაცვასაც უთმობს. ინტერნეტით განხორციელებული გადახდები უსაფრთხოების იმავე სტანდარტებით იქნება დაცული, რაც დღეს მოქმედ ელექტრონულ გადახდებს აქვს.

ევროკავშირში მიაჩნიათ, რომ ციფრული ევრო ევროპის ფინანსურ დამოუკიდებლობას გააძლიერებს და უცხოურ საგადახდო სისტემებზე დამოკიდებულებას შეამცირებს. ამასთან, პროექტი ფინანსური სექტორის გაციფრულების პროცესის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტაპადაც განიხილება.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო11 ნოე. 20262 წთ კითხვა

ევროპის საფონდო ბირჟები გაიზარდა - STOXX 600 რეკორდულ ნიშნულს მიუახლოვდა

ევროპული ბაზრების ზრდას ხელი შეუწყო კორპორაციული მოგების ძლიერმა სეზონმა და AI სექტორზე მოთხოვნის შენარჩუნების ნიშნებმა. ამასთან, ინვესტორები აშშ-ში ინფლაციის ზრდისა და Fed-ის მიერ საპროცენტო განაკვეთების უფრო მკვეთრი მატების შესაძლებლობას აფასებენ.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
მაკრო11 ნოე. 20261 წთ კითხვა

აშშ-ის ცენტრალური ბანკი განაკვეთის 0.5 პუნქტით გაზრდას განიხილავს

აშშ-ში ოქტომბრის ინფლაცია პროგნოზზე მაღალი აღმოჩნდა, რის შემდეგაც ცენტრალურ ბანკში საპროცენტო განაკვეთის უფრო მკვეთრად გაზრდაზე დაიწყეს საუბარი.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
საფონდო11 ნოე. 20262 წთ კითხვა

Alphabet აზიასა და სინგაპურში ვალუტებში ობლიგაციების პირველ გამოშვებას გეგმავს

Google-ის მშობელი კომპანია აზიელი ინვესტორების მოთხოვნის შემოწმებას გეგმავს იმ პერიოდში, როდესაც ტექნოლოგიური სექტორი AI-ინფრასტრუქტურაში მზარდი ინვესტიციების დასაფინანსებლად ვალის ბაზარს სულ უფრო აქტიურად მიმართავს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე