გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
კრიპტო

3 კომპანია, რომელიც ციფრული ფინანსების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს

მარიამ ქადარია16 ივლისი, 20265 წთ კითხვა
3 კომპანია, რომელიც  ციფრული ფინანსების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს

კრიპტოვალუტები მხოლოდ მოკლევადიანი მოგების მისაღებ საშუალებად აღარ განიხილება და ფინანსურ სისტემაში სულ უფრო ფართოდ გამოიყენება. ამ პროცესს ხელს უწყობს ბლოკჩეინის განვითარება, რომელიც ციფრული გადახდებისა და სხვა ფინანსური მომსახურებების გაფართოებას შესაძლებელს ხდის.

მართალია, სფეროში კვლავ რჩება ისეთი პრობლემები, როგორიცაა ფასების მკვეთრი ცვლილება და კიბერშეტევების საფრთხე, თუმცა მსხვილი კომპანიები ამ ტექნოლოგიების გამოყენებას უკვე აქტიურად იწყებენ. მათ შორის არიან Visa, Robinhood და Block.

Visa კრიპტოვალუტების ყოველდღიურ გადახდებში გამოყენებაზე მუშაობს. კომპანია სტაბილკოინებთან დაკავშირებულ საბარათე მომსახურებებს ავითარებს და ბლოკჩეინს მსხვილი ფინანსური ოპერაციებისთვისაც იყენებს.

Robinhood საერთაშორისო ბაზარზე ფართოვდება. კომპანიამ კრიპტობირჟა Bitstamp შეიძინა და საკუთარ ბლოკჩეინ ქსელსაც ქმნის, რომლის გამოყენებაც მომავალში აქციებისა და სხვა ფინანსური ქონების ციფრულ ფორმატში გადატანისთვის იგეგმება.

Block კი ბიტკოინთან დაკავშირებული მომსახურებების განვითარებაზე მუშაობს. Cash App-ის საშუალებით მომხმარებლებს ბიტკოინის ყიდვა და გამოყენება შეუძლიათ. კომპანია ასევე ქმნის ბიტკოინის მოპოვებისთვის საჭირო ტექნიკასა და ციფრული ქონების შესანახ უსაფრთხო საფულეებს.

სფეროს განვითარებას ახალი კანონებიც უწყობს ხელს. მაგალითად, აშშ-ში მიღებული GENIUS-ის აქტი სტაბილური ღირებულების მქონე ციფრული ვალუტების გამომშვებ კომპანიებს ავალდებულებს, საჯაროდ აჩვენონ, რა სახის თანხა ან ქონება უდგას მათ მიერ გამოშვებულ ვალუტას საფუძვლად. ასეთი წესები მომხმარებლების ნდობას ზრდის და კრიპტოვალუტების ფინანსურ სისტემაში დამკვიდრებას აჩქარებს.

წყარო: Yahoo Finance

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

მაკრო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

ნავთობის ფასები მერყეობს - ახლო აღმოსავლეთში ტანკერებზე თავდასხმები მიწოდების შეფერხების რისკს ზრდის

ახლო აღმოსავლეთში ტანკერებზე თავდასხმებმა ნავთობის მიწოდების შეფერხების შიში გააძლიერა. მიუხედავად იმისა, რომ Brent ხუთშაბათს თითქმის 4%-ით, ხოლო WTI 2.7%-ით გაძვირდა, ორივე მარკა კვირის განმავლობაში მკვეთრ კლებას აჩვენებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
მაკრო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

აშშ-ის დასაქმების ანგარიში ინვესტორების ყურადღების ცენტრშია

ინვესტორები აშშ-ის ოქტომბრის დასაქმების ანგარიშს ელოდებიან, რომელმაც შესაძლოა Fed-ის დეკემბრის გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინოს. პროგნოზით, ეკონომიკას 65,000 სამუშაო ადგილი დაემატა, უმუშევრობის დონე კი 4.2%-ზე შენარჩუნდა. შრომის ბაზრის მდგრადობამ შესაძლოა საპროცენტო განაკვეთის ზრდის მოლოდინები გააძლიეროს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

გლობალურმა აქციების ფონდებმა ზედიზედ მეშვიდე კვირაა კაპიტალი მოიზიდეს

გლობალურმა აქციების ფონდებმა ზედიზედ მეშვიდე კვირაა ინვესტიციების შემოდინება მიიღეს — ჯამში $38.63 მილიარდი. ევროპული ფონდები ენერგორესურსების გაიაფების ფონზე განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდა, მაშინ როდესაც ტექნოლოგიურ სექტორში ინტერესი შემცირდა, ხოლო ფულის ბაზრის ფონდებმა $172.71 მილიარდი მოიზიდეს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე