გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Aehr Test Systems-ის აქციები მკვეთრად გაიზარდა: კომპანია ხელოვნური ინტელექტის ბაზარზე მკვიდრდება

მარიამ ქადარია29 ივნისი, 20262 წთ კითხვა
Aehr Test Systems-ის აქციები მკვეთრად გაიზარდა: კომპანია ხელოვნური ინტელექტის ბაზარზე მკვიდრდება

როგორ მოახერხა მცირე ტექნოლოგიურმა კომპანიამ ერთ წელიწადში აქციების ღირებულების თითქმის 680%-იანი ზრდა და რა როლს ასრულებს ის ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში?

კომპანია Aehr Test Systems-ი ინვესტორთა ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარების ფონზე მის პროდუქციაზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა. კომპანიის ძირითადი საქმე მიკროჩიპების ე.წ. „სტრეს-ტესტირებაა“. Nvidia და Broadcom მილიონობით ჩიპს უშვებენ, თუმცა მათი მცირე ნაწილი მუშაობის დაწყებიდან მალევე ფუჭდება. Aehr-ის ტექნოლოგია საშუალებას იძლევა, ჩიპები ინტენსიური დატვირთვის პირობებში შემოწმდეს, რათა ყველა შესაძლო დეფექტი თავდაპირველ ეტაპზე გამოვლინდეს. აღნიშნული კი მწარმოებლებს ხარჯების შემცირებაში ეხმარება.

ამ მიდგომამ კომპანიას დიდი ფინანსური წარმატება მოუტანა. მიმდინარე წლის მესამე კვარტალში შეკვეთების მოცულობამ 37 მილიონ დოლარს გადააჭარბა, რასაც მალევე მოჰყვა რეკორდული, 41-მილიონიანი კონტრაქტი მსხვილი კლიენტისგან. შედეგად, წლის მეორე ნახევრის ჯამურმა შეკვეთებმა 92 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც კომპანიის სამომავლო შემოსავლებისთვის სერიოზული წინაპირობაა.

აღსანიშნავია, რომ თუ ადრე Aehr-ი მეტწილად ელექტრომობილების ბაზარზე მუშაობდა, ამჟამად მთავარ პრიორიტეტად ხელოვნური ინტელექტი და მონაცემთა ცენტრები აქცია. ელექტრომობილების ბაზარზე მოთხოვნის შესუსტების გამო კომპანიის შემოსავლები მესამე კვარტალში 44%-ით შემცირდა, თუმცა AI სექტორიდან მიღებულმა შეკვეთებმა ვითარება შეცვალა და კომპანიას დაკარგული შემოსავლის შევსების შესაძლებლობა მისცა.

აქციების ფასისა და გაყიდვების კოეფიციენტი (P/S) საკმაოდ მაღალია და 61-ს უტოლდება, რაც ამ აქციების ფასის არასტაბილურობას განაპირობებს. შესაბამისად, Aehr-ი კვლავ მაღალი რისკის აქტივია, თუმცა მათთვის, ვინც ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიის გრძელვადიან პერსპექტივას ენდობა, კომპანიის ახალი კონტრაქტები საყურადღებო სიგნალია.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო11 ნოე. 20262 წთ კითხვა

ევროპის საფონდო ბირჟები გაიზარდა - STOXX 600 რეკორდულ ნიშნულს მიუახლოვდა

ევროპული ბაზრების ზრდას ხელი შეუწყო კორპორაციული მოგების ძლიერმა სეზონმა და AI სექტორზე მოთხოვნის შენარჩუნების ნიშნებმა. ამასთან, ინვესტორები აშშ-ში ინფლაციის ზრდისა და Fed-ის მიერ საპროცენტო განაკვეთების უფრო მკვეთრი მატების შესაძლებლობას აფასებენ.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
მაკრო11 ნოე. 20261 წთ კითხვა

აშშ-ის ცენტრალური ბანკი განაკვეთის 0.5 პუნქტით გაზრდას განიხილავს

აშშ-ში ოქტომბრის ინფლაცია პროგნოზზე მაღალი აღმოჩნდა, რის შემდეგაც ცენტრალურ ბანკში საპროცენტო განაკვეთის უფრო მკვეთრად გაზრდაზე დაიწყეს საუბარი.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
საფონდო11 ნოე. 20262 წთ კითხვა

Alphabet აზიასა და სინგაპურში ვალუტებში ობლიგაციების პირველ გამოშვებას გეგმავს

Google-ის მშობელი კომპანია აზიელი ინვესტორების მოთხოვნის შემოწმებას გეგმავს იმ პერიოდში, როდესაც ტექნოლოგიური სექტორი AI-ინფრასტრუქტურაში მზარდი ინვესტიციების დასაფინანსებლად ვალის ბაზარს სულ უფრო აქტიურად მიმართავს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე