გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
AI ტექნოლოგია

Agile Robots-ის ღირებულებამ $8.5 მილიარდს მიაღწია

მარიამ ქადარია13 ნოემბერი, 20261 წთ კითხვა
Agile Robots-ის ღირებულებამ $8.5 მილიარდს მიაღწია

გერმანულმა Agile Robots-მა ინვესტორებისგან კიდევ 500 მილიონი დოლარი მიიღო, რის შემდეგაც კომპანიის ღირებულებამ 8.5 მილიარდ დოლარს მიაღწია.

მთავარი ინვესტორი იაპონური SoftBank იყო. კომპანიაში Nvidia-მ, Hitachi-მ და სხვა ინვესტორებმაც ჩადეს თანხა. 2018 წლიდან Agile Robots-ში განხორციელებულმა ინვესტიციებმა ჯამში დაახლოებით 2 მილიარდ დოლარს მიაღწია.

მიუნხენში დაფუძნებული კომპანია ჰუმანოიდურ რობოტებს, რობოტულ ხელებსა და ქარხნებისთვის განკუთვნილ ავტომატურ სისტემებს ქმნის. მიღებული თანხით Agile Robots აშშ-ის ბაზარზე გასვლასა და გერმანიაში წარმოების გაზრდას გეგმავს.

კომპანიამ წელს მიუნხენთან ახლოს ახალი ქარხანაც გახსნა, სადაც წელიწადში 10,000-მდე ჰუმანოიდური რობოტის წარმოებაა შესაძლებელი.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო13 ნოე. 20262 წთ კითხვა

ევროპის საფონდო ბირჟები დაეცა - ინვესტორები Fed-ის მკაცრი პოლიტიკის მოლოდინს აფასებენ

STOXX 600-ის ინდექსმა ოთხდღიანი ზრდის სერია შეწყვიტა და რეკორდული ნიშნულიდან მცირედით დაიხია. მიუხედავად ამისა, ევროპული ბაზარი ივნისის შემდეგ საუკეთესო კვირის დასრულებას უახლოვდება.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
AI ტექნოლოგია13 ნოე. 20262 წთ კითხვა

Bernstein: Apple AI აქციებისგან თავის არიდებული ინვესტორებისთვის უსაფრთხო აქტივად იქცა

ანალიტიკოსების შეფასებით, Apple-ის რეკორდულად მაღალი საბაზრო შეფასება გამართლებულია კომპანიის მომხმარებელთა ერთგულებით, სტაბილური ფულადი ნაკადებითა და AI ინფრასტრუქტურაზე შედარებით დაბალი დანახარჯებით.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
მაკრო13 ნოე. 20261 წთ კითხვა

ევროპის ცენტრალური ბანკი დეკემბერში განაკვეთის გაზრდას განიხილავს

ევროპის ცენტრალური ბანკი დეკემბერში საპროცენტო განაკვეთს სავარაუდოდ 0.25 პროცენტული პუნქტით გაზრდის. ეკონომისტები ელიან, რომ სადეპოზიტო განაკვეთი 2.75%-მდე აიწევს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე