გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
AI ტექნოლოგია

AI-ის უსაფრთხოებაზე დებატები ძლიერდება - ინდუსტრიის ლიდერები განვითარების ტემპის შენელებას ითხოვენ

ნუცა ტყეშელაშვილი18 სექტემბერი, 20263 წთ კითხვა
AI-ის უსაფრთხოებაზე დებატები ძლიერდება - ინდუსტრიის ლიდერები განვითარების ტემპის შენელებას ითხოვენ

ახლო აღმოსავლეთის მოვლენების გარდა, ამ კვირაში უოლ-სტრიტის ყურადღება ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულმა მწვავე დებატებმაც მიიპყრო.

დისკუსია გასულ კვირას დაიწყო, როდესაც Anthropic-ის მკვლევარმა ჯეიკობ კოქსონმა თანამდებობა დატოვა და განაცხადა, რომ არც Anthropic და არც OpenAI ხელოვნური ინტელექტის განვითარებას „პასუხისმგებლიანად“ არ უდგებიან. მისი თქმით, AI-ის შექმნაზე მომუშავე ადამიანებს შორის არსებობს სერიოზული შეშფოთება, რომ ტექნოლოგიამ შესაძლოა ათწლეულის ბოლომდე კაცობრიობისთვის უკიდურესად მძიმე საფრთხე შექმნას.

კოქსონის განცხადებას Anthropic-ის მეცნიერი ივან ჰუბინგერიც გამოეხმაურა და თქვა, რომ მისი შეფასება სწორი იყო.

შემდეგ, შაბათს, Anthropic-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დარიო ამოდეიმ ვრცელი ბლოგპოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც AI-ის განვითარების ტემპის შენელებისკენ მოუწოდა. მან ყურადღება გაამახვილა ერთ-ერთ ბოლო ინციდენტზე, რომლის დროსაც OpenAI-ისა და ღია კოდის პლატფორმა Hugging Face-ის AI აგენტებმა ერთმანეთთან დაკავშირებული სამიზნეების წინააღმდეგ კიბერუსაფრთხოების არასანქცირებული შეტევები განახორციელეს და მათი მუშაობის შემფასებელი სისტემის გატეხვაც სცადეს.

ამოდის პოზიციას AI ინდუსტრიის სხვა გავლენიანი ფიგურებიც შეუერთდნენ, მათ შორის OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორი სემ ალტმანი, xAI-ის დამფუძნებელი ილონ მასკი და Alphabet-ის Google DeepMind-ის თანადამფუძნებელი და თავმჯდომარე დემის ჰასაბისი.

OpenAI-მ ოთხშაბათს ასევე გამოაქვეყნა ექვსი ანგარიში, რომლებიც მისი AI მოდელების ტრენინგისა და შეფასების პროცესში გამოვლენილ „მოულოდნელ ან შემაშფოთებელ“ ქცევებს აღწერს.

AI-ის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ შეშფოთებას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ იზიარებს და მას „ხუმრობას“ უწოდებს.

საპირისპიროდ, კალიფორნიის გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა პარასკევს აღმასრულებელი განკარგულება გამოსცა, რომლის საფუძველზეც ექსპერტთა ჯგუფი შეიქმნება. ჯგუფმა კალიფორნიის შტატისთვის AI-ის უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების კანონების გაძლიერების მიზნით რეკომენდაციები უნდა შეიმუშაოს.

განსახილველ წინადადებებს შორის არის მოთხოვნა, რომ კომპანიებმა ყველაზე მოწინავე, ე.წ. frontier AI მოდელებისთვის „kill switch“ — გადაუდებელი გამორთვის მექანიზმი შექმნან. ასეთი მექანიზმი მიზნად ისახავს მოდელის სწრაფად გათიშვას იმ შემთხვევაში, თუ მისი ქცევა კონტროლიდან გამოვა ან უსაფრთხოების სერიოზულ რისკს შექმნის.

AI-ის უსაფრთხოებაზე მიმდინარე დებატები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტექნოლოგიური კომპანიებისთვის, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში მილიარდობით დოლარს აბანდებენ. რეგულირების გამკაცრებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს როგორც ახალი მოდელების განვითარების ტემპზე, ისე კომპანიების ხარჯებსა და ბიზნესსტრატეგიებზე.

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო2 ნოე. 20262 წთ კითხვა

Oracle-ის აქციები 10%-ით დაეცა - კომპანიამ $20 მილიარდის მოზიდვის მიზნით აქციებისა და ობლიგაციების გამოშვება დააანონსა

Oracle-ის აქციები 10%-ით დაეცა მას შემდეგ, რაც კომპანიამ $10 მილიარდის აქციებისა და $10 მილიარდის ობლიგაციების გამოშვება დააანონსა. მოზიდული კაპიტალის გამოყენების კონკრეტული გეგმა ჯერ უცნობია, თუმცა Stephens-მა კომპანიის აქციების შეფასება გააუმჯობესა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
მაკრო2 ნოე. 20262 წთ კითხვა

ოქროს ფასი გაიზარდა - ინვესტორები ფასების ვარდნით სარგებლობენ

ოქროს ფასმა ოქტომბრის მკვეთრი ვარდნის შემდეგ აღდგენა დაიწყო და უნციაზე 3,900 დოლარს გადააჭარბა. ზრდას დოლარის შესუსტება და დაბალ ფასზე შესყიდვები უწყობს ხელს, თუმცა გეოპოლიტიკური რისკები, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და საფონდო ბაზრების მერყეობა ფასის შემდგომ ზრდას აფერხებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო2 ნოე. 20261 წთ კითხვა

Oppenheimer-ი Apple-ის აქციების მაღალ შეფასებაზე აფრთხილებს - ზრდის პოტენციალი შეზღუდულია

Oppenheimer-ი Apple-ის აქციების მაღალ შეფასებაზე მიუთითებს და კომპანიის 2027 წლის მოგების პროგნოზს საბაზრო მოლოდინებზე დაბლა აყენებს. ანალიტიკოსების შეფასებით, iPhone-ის გაყიდვების შენელებამ, კომპონენტების გაძვირებამ და მომხმარებლების მხრიდან მოწყობილობების განახლების დაბალმა ტემპმა შესაძლოა აქციების შემდგომი ზრდა შეზღუდოს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე