გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Airtel Money ლონდონის ბირჟაზე გასვლას და $800 მილიონის მიღებას გეგმავს

მარიამ ქადარია23 სექტემბერი, 20261 წთ კითხვა
Airtel Money ლონდონის ბირჟაზე გასვლას და $800 მილიონის მიღებას გეგმავს

Airtel Money ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასვლას განიხილავს. IPO-ს დროს კომპანია ინვესტორებისგან სულ მცირე 800 მილიონი დოლარის მოზიდვას გეგმავს. ვარაუდობენ, რომ ბირჟაზე გასვლისას Airtel Money 8-დან 9 მილიარდ დოლარამდე შეფასდება.

Airtel Money Airtel Africa-ს ფინანსური სერვისების მიმართულებაა. მისი პლატფორმით მომხმარებლებს ტელეფონიდან თანხის გაგზავნა და მიღება, სხვადასხვა მომსახურების საფასურის გადახდა და სხვა ფინანსური ოპერაციების შესრულება შეუძლიათ.

თუ კომპანია დოკუმენტებს დაგეგმილ ვადაში წარადგენს, ლონდონის ბირჟაზე გასვლის პროცესი ოფიციალურად დაიწყება.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

მაკრო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

აშშ-ის დასაქმების ანგარიში ინვესტორების ყურადღების ცენტრშია

ინვესტორები აშშ-ის ოქტომბრის დასაქმების ანგარიშს ელოდებიან, რომელმაც შესაძლოა Fed-ის დეკემბრის გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინოს. პროგნოზით, ეკონომიკას 65,000 სამუშაო ადგილი დაემატა, უმუშევრობის დონე კი 4.2%-ზე შენარჩუნდა. შრომის ბაზრის მდგრადობამ შესაძლოა საპროცენტო განაკვეთის ზრდის მოლოდინები გააძლიეროს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
მაკრო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

ნავთობის ფასები მერყეობს - ახლო აღმოსავლეთში ტანკერებზე თავდასხმები მიწოდების შეფერხების რისკს ზრდის

ახლო აღმოსავლეთში ტანკერებზე თავდასხმებმა ნავთობის მიწოდების შეფერხების შიში გააძლიერა. მიუხედავად იმისა, რომ Brent ხუთშაბათს თითქმის 4%-ით, ხოლო WTI 2.7%-ით გაძვირდა, ორივე მარკა კვირის განმავლობაში მკვეთრ კლებას აჩვენებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

გლობალურმა აქციების ფონდებმა ზედიზედ მეშვიდე კვირაა კაპიტალი მოიზიდეს

გლობალურმა აქციების ფონდებმა ზედიზედ მეშვიდე კვირაა ინვესტიციების შემოდინება მიიღეს — ჯამში $38.63 მილიარდი. ევროპული ფონდები ენერგორესურსების გაიაფების ფონზე განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდა, მაშინ როდესაც ტექნოლოგიურ სექტორში ინტერესი შემცირდა, ხოლო ფულის ბაზრის ფონდებმა $172.71 მილიარდი მოიზიდეს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე