გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
განათლება

Alibaba პენტაგონს სასამართლოში უჩივის

მარიამ ქადარია24 ივნისი, 20261 წთ კითხვა
Alibaba პენტაგონს სასამართლოში უჩივის

Alibaba აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს. კომპანია ცდილობს, პენტაგონის იმ სიიდან ამოიღონ, სადაც ჩინეთის არმიასთან დაკავშირებული კომპანიები არიან შეყვანილი.

Alibaba-მ სარჩელი კალიფორნიის ფედერალურ სასამართლოში შეიტანა. კომპანიის განცხადებით, პენტაგონმა ის ჩინეთის არმიის მხარდამჭერ ორგანიზაციად მყარი მტკიცებულებებისა და საკმარისი განმარტების გარეშე მიიჩნია.

Alibaba ამბობს, რომ თვეების განმავლობაში ცდილობდა თავდაცვის დეპარტამენტთან თანამშრომლობას. კომპანიის ცნობით, მან უწყებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და ყველა კითხვას უპასუხა, რათა დაემტკიცებინა, რომ ჩინეთის არმიასთან არ თანამშრომლობს. თუმცა Alibaba-ს განცხადებით, პენტაგონმა მის არგუმენტებზე სათანადო პასუხი არ გასცა.

ამავე სიაში ბოლო პერიოდში სხვა მსხვილი ჩინური კომპანიებიც მოხვდნენ, მათ შორის Baidu და BYD. გასულ წელს პენტაგონმა სიაში Tencent-იც შეიყვანა.

წყარო: Yahoo Finance

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

მაკრო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

აშშ-ის დასაქმების ანგარიში ინვესტორების ყურადღების ცენტრშია

ინვესტორები აშშ-ის ოქტომბრის დასაქმების ანგარიშს ელოდებიან, რომელმაც შესაძლოა Fed-ის დეკემბრის გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინოს. პროგნოზით, ეკონომიკას 65,000 სამუშაო ადგილი დაემატა, უმუშევრობის დონე კი 4.2%-ზე შენარჩუნდა. შრომის ბაზრის მდგრადობამ შესაძლოა საპროცენტო განაკვეთის ზრდის მოლოდინები გააძლიეროს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
მაკრო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

ნავთობის ფასები მერყეობს - ახლო აღმოსავლეთში ტანკერებზე თავდასხმები მიწოდების შეფერხების რისკს ზრდის

ახლო აღმოსავლეთში ტანკერებზე თავდასხმებმა ნავთობის მიწოდების შეფერხების შიში გააძლიერა. მიუხედავად იმისა, რომ Brent ხუთშაბათს თითქმის 4%-ით, ხოლო WTI 2.7%-ით გაძვირდა, ორივე მარკა კვირის განმავლობაში მკვეთრ კლებას აჩვენებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

გლობალურმა აქციების ფონდებმა ზედიზედ მეშვიდე კვირაა კაპიტალი მოიზიდეს

გლობალურმა აქციების ფონდებმა ზედიზედ მეშვიდე კვირაა ინვესტიციების შემოდინება მიიღეს — ჯამში $38.63 მილიარდი. ევროპული ფონდები ენერგორესურსების გაიაფების ფონზე განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდა, მაშინ როდესაც ტექნოლოგიურ სექტორში ინტერესი შემცირდა, ხოლო ფულის ბაზრის ფონდებმა $172.71 მილიარდი მოიზიდეს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე