გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Alibaba-ს მოგებამ მოლოდინს ვერ მიაღწია, თუმცა AI და Cloud ბიზნესი სწრაფად იზრდება

ნუცა ტყეშელაშვილი20 აგვისტო, 20262 წთ კითხვა
Alibaba-ს მოგებამ მოლოდინს ვერ მიაღწია, თუმცა AI და Cloud ბიზნესი სწრაფად იზრდება

Alibaba Group-ის აქციები ხუთშაბათს აშშ-ის ვაჭრობის დასაწყისში თითქმის 4%-ით დაეცა მას შემდეგ, რაც ჩინურმა ტექნოლოგიურმა და ელექტრონული კომერციის გიგანტმა მეორე კვარტლის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა. კომპანიის მოგება ანალიტიკოსების პროგნოზზე მნიშვნელოვნად დაბალი აღმოჩნდა.

Alibaba-ს მეორე კვარტალში მოგებამ ერთ აქციაზე 8.52 იუანი შეადგინა, მაშინ როდესაც ანალიტიკოსები 10.72 იუანს ელოდნენ. შემოსავალი წლიურად 9%-ით გაიზარდა და 268.95 მილიარდ იუანს მიაღწია, ოდნავ გადააჭარბა რა 268.34 მილიარდიან კონსენსუსს.

კომპანიისთვის ერთ-ერთ მთავარ დადებით მიმართულებად AI და Cloud ბიზნესი რჩება. AI Cloud-ისა და Compute Services-ის შემოსავალმა 48.4 მილიარდ იუანს მიაღწია, რაც წლიურად 45%-იანი ზრდაა. AI-სთან დაკავშირებული პროდუქტების შემოსავალმა კი 12.4 მილიარდ იუანს მიაღწია და ზედიზედ უკვე მე-12 კვარტალია, რაც სამნიშნა წლიურ ზრდას აფიქსირებს.

Alibaba-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ედი ვუმ განაცხადა, რომ შედეგები კომპანიის სრულმასშტაბიანი AI შესაძლებლობების კომერციალიზაციის გაუმჯობესებამ განაპირობა. მისი თქმით, Alibaba Cloud-ის გარე შემოსავალი 45%-ით გაიზარდა, ხოლო AI პროდუქტების შემოსავალმა კვლავ სამნიშნა ზრდა აჩვენა.

კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა ტობი ქსუმ აღნიშნა, რომ Cloud-ის შემოსავლების ზრდის ტემპი დაჩქარდა და ბიზნესის ოპერაციული ეფექტიანობის გაუმჯობესებამ EBITA-ს მარჟა 12%-მდე გაზარდა.

თუმცა, ჩინეთის ელექტრონული კომერციის ძირითადი მიმართულება უფრო სუსტი აღმოჩნდა. მომხმარებელთა მართვიდან მიღებული შემოსავალი (CMR) წლიურად 7%-ით შემცირდა და 89.12 მილიარდი იუანი შეადგინა. ახალი ბიზნესპროგრამის გავლენის გამოკლებით, აღნიშნული მაჩვენებელი დაახლოებით 1%-ით გაიზრდებოდა.

Alibaba-ს ელექტრონული კომერციის მთლიანმა შემოსავალმა ჩინეთში 4%-ით მოიმატა და 205.9 მილიარდ იუანს მიაღწია.

კომპანიის კორექტირებული EBITA კი წლიურად 30%-ით შემცირდა და 27.3 მილიარდ იუანს გაუტოლდა. EBITA-ს მარჟა 16%-დან 10%-მდე შემცირდა. Alibaba-ს განმარტებით, ვარდნის მთავარი მიზეზი ტექნოლოგიებში გაზრდილი ინვესტიციები იყო, რაც ნაწილობრივ Cloud ბიზნესის გაუმჯობესებულმა შედეგებმა და სხვა მიმართულებების უფრო მაღალმა ოპერაციულმა ეფექტიანობამ დააბალანსა.

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო19 ნოე. 20261 წთ კითხვა

Tesla ჩინეთში წარმოების ზრდას გეგმავს

ილონ მასკმა შენჟენში ჩინეთის სავაჭრო უწყების წარმომადგენლებს შეხვდა. შანხაის ქარხანამ მიმდინარე წლის იანვრიდან ოქტომბრამდე 810 889 ავტომობილი გამოუშვა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო19 ნოე. 20261 წთ კითხვა

აშშ-ის კონგრესი Microsoft-ისა და ByteDance-ის გარიგებით დაინტერესდა

ჩინეთის საკითხებზე მომუშავე წარმომადგენელთა პალატის კომიტეტმა Microsoft-ს განმარტებების წარდგენა მოსთხოვა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
მაკრო19 ნოე. 20262 წთ კითხვა

დოლარი აპრილის შემდეგ უმაღლეს ნიშნულზე გაიზარდა

აშშ-ის ეკონომიკის მდგრადმა მონაცემებმა და Fed-ის მკაცრმა რიტორიკამ დოლარის ზედიზედ მეშვიდე სავაჭრო სესიით გამყარებას შეუწყო ხელი.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე