Alphabet-მა აზიაში ობლიგაციების გაყიდვით $3.8 მილიარდი მიიღო

Google-ის მფლობელმა Alphabet-მა ჰონგ-კონგისა და სინგაპურის დოლარში გამოშვებული ობლიგაციებით დაახლოებით 3.8 მილიარდი დოლარი მიიღო. კომპანია ამ ვალუტებში ობლიგაციებს პირველად ყიდის.
Alphabet თავდაპირველად 3 მილიარდი დოლარის მიღებას გეგმავდა, თუმცა ინვესტორების მოთხოვნა გაცილებით მაღალი აღმოჩნდა და შეკვეთებმა 7 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ამის გამო კომპანიამ გასაყიდი ობლიგაციების რაოდენობა გაზარდა.
ჰონგ-კონგის დოლარში გამოშვებული ობლიგაციებიდან კომპანიამ დაახლოებით 2 მილიარდი დოლარი მიიღო, დანარჩენი კი სინგაპურის დოლარში გაყიდულ ფასიან ქაღალდებზე მოდის.
წყარო: Reuters
მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.






