გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Amazon-ის აქციების ფასი წლის ბოლომდე შესაძლოა კიდევ გაიზარდოს

მარიამ ქადარია20 აგვისტო, 20261 წთ კითხვა
Amazon-ის აქციების ფასი წლის ბოლომდე შესაძლოა კიდევ გაიზარდოს

Amazon-ის აქციების ფასი მეორე კვარტლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მკვეთრად გაიზარდა და წლის დასაწყისთან შედარებით დაახლოებით 15%-ით არის მომატებული. The Motley Fool-ის შეფასებით, აქციების გაძვირება შეიძლება კვლავ გაგრძელდეს.

მთავარი მიზეზი Amazon Web Services-ის (AWS) შედეგებია. მეორე კვარტალში AWS-ის შემოსავალი წლიურად 37%-ით, 42.2 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. ამ ბიზნესზე Amazon-ის საოპერაციო მოგების დაახლოებით 60% მოდიოდა.

AWS-ზე მოთხოვნას ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარებაც ზრდის. კომპანიებს ხელოვნური ინტელექტის მოდელებისა და სხვა პროგრამების მუშაობისთვის დიდი გამოთვლითი რესურსი სჭირდებათ და მათ ამ რესურსს Amazon აწვდის.

მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ Amazon წელს მონაცემთა ცენტრებისა და სხვა ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის განვითარებაში დაახლოებით 220 მილიარდი დოლარის დახარჯვას გეგმავს. კომპანიის ხელმძღვანელის, ენდი ჯასის თქმით, ამის მიუხედავად, AWS-ის არსებული რესურსი მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად საკმარისი არ იქნება.

The Motley Fool ყურადღებას Amazon-ის აქციების ფასზეც ამახვილებს. კომპანიის აქციების ფასი მის მოგებას დაახლოებით 21-ჯერ აღემატება, მაშინ როცა S&P 500-ის საშუალო მაჩვენებელი 25.3-ია.

წყარო: Yahoo Finance

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

Nike-ის აქციები თითქმის 9%-ით დაეცა: შემოსავალმა მოლოდინს ვერ მიაღწია
საფონდო2 ოქტ. 20262 წთ კითხვა

Nike-ის აქციები თითქმის 9%-ით დაეცა: შემოსავალმა მოლოდინს ვერ მიაღწია

Nike-ის აქციები წინასაბაზრო ვაჭრობაში თითქმის 9%-ით დაეცა. კომპანიამ ერთ აქციაზე 48-ცენტიანი კორექტირებული მოგებით პროგნოზს გადააჭარბა, თუმცა $11.21 მილიარდის შემოსავალი მოლოდინზე დაბალი აღმოჩნდა და Nike-მა ფისკალური 2027 წლისთვის შემოსავლის მაღალი ერთნიშნა პროცენტული შემცირება ივარაუდა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Paramount Skydance-ისა და Warner Bros Discovery-ის გაერთიანებულ კომპანიას Skydance ერქმევა
საფონდო2 ოქტ. 20262 წთ კითხვა

Paramount Skydance-ისა და Warner Bros Discovery-ის გაერთიანებულ კომპანიას Skydance ერქმევა

Paramount Skydance-ისა და Warner Bros Discovery-ის $110 მილიარდიანი გარიგების დასრულების შემდეგ გაერთიანებულ კომპანიას Skydance ერქმევა. CEO დევიდ ელისონის განცხადებით, გადაწყვეტილება Paramount-ისა და Warner Bros-ის დამოუკიდებელი ბრენდების შესანარჩუნებლად მიიღეს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Evercore: Meta-სა და Alphabet-ის სარეკლამო შემოსავლების მოკლევადიანი პერსპექტივა დადებითია
საფონდო2 ოქტ. 20265 წთ კითხვა

Evercore: Meta-სა და Alphabet-ის სარეკლამო შემოსავლების მოკლევადიანი პერსპექტივა დადებითია

Evercore-ის გამოკითხვის მიხედვით, ციფრული რეკლამის ბაზარი კვლავ მდგრადია, თუმცა კომპანიები ბიუჯეტებს ძირითადად უკეთესი შედეგების მქონე პლატფორმებზე გადაანაწილებენ. სააგენტოების შეფასებით, მოკლევადიან პერსპექტივაში ყველაზე პოზიტიური სარეკლამო ტენდენციები Meta-სა და Alphabet-ზე შეინიშნება.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე