გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Anthropic ბირჟაზე გასასვლელად ემზადება და SpaceX-ის რეკორდის მოხსნას გეგმავს

მარიამ ქადარია21 აგვისტო, 20261 წთ კითხვა
Anthropic ბირჟაზე გასასვლელად ემზადება და SpaceX-ის რეკორდის მოხსნას გეგმავს

ხელოვნური ინტელექტის კომპანია Anthropic ბირჟაზე გასასვლელად ემზადება და პირველადი საჯარო შეთავაზების მოცულობით SpaceX-ის რეკორდის გამეორებას ან გადაჭარბებას გეგმავს.

მან შესაბამისი განაცხადის წარდგენა შესაძლოა თვის ბოლოს დაიწყოს. ინვესტორებთან ბოლო შეხვედრებს კომპანიის ფინანსური დირექტორი კრიშნა რაო უძღვებოდა, თუმცა Anthropic-ის სავარაუდო საბაზრო ღირებულებაზე არ უსაუბრია.

SpaceX-ის აქციების პირველადი საჯარო შეთავაზების მოცულობამ 75 მილიარდი დოლარი შეადგინა, დამატებითი აქციების გაყიდვის შემდეგ კი 86.2 მილიარდ დოლარს მიაღწია.

Anthropic-მა მაისში 65 მილიარდი დოლარი მოიზიდა და მაშინ მისი ღირებულება 965 მილიარდ დოლარი იყო. მეორე კვარტალში კომპანიის წინასწარმა შემოსავალმა 11.5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, მაშინ როცა ერთი წლით ადრე ეს მაჩვენებელი 787 მილიონი დოლარი იყო.

Anthropic შესაძლოა ბირჟაზე OpenAI-ზე ადრე გავიდეს. OpenAI ამჟამად 2027 წელს გეგმავს საჯარო კომპანიად ქცევას. Anthropic-ის ბირჟაზე გასვლის პროცესში Morgan Stanley, Goldman Sachs და JPMorgan მონაწილეობენ.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო19 ნოე. 20261 წთ კითხვა

Tesla ჩინეთში წარმოების ზრდას გეგმავს

ილონ მასკმა შენჟენში ჩინეთის სავაჭრო უწყების წარმომადგენლებს შეხვდა. შანხაის ქარხანამ მიმდინარე წლის იანვრიდან ოქტომბრამდე 810 889 ავტომობილი გამოუშვა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო19 ნოე. 20261 წთ კითხვა

აშშ-ის კონგრესი Microsoft-ისა და ByteDance-ის გარიგებით დაინტერესდა

ჩინეთის საკითხებზე მომუშავე წარმომადგენელთა პალატის კომიტეტმა Microsoft-ს განმარტებების წარდგენა მოსთხოვა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
მაკრო19 ნოე. 20262 წთ კითხვა

დოლარი აპრილის შემდეგ უმაღლეს ნიშნულზე გაიზარდა

აშშ-ის ეკონომიკის მდგრადმა მონაცემებმა და Fed-ის მკაცრმა რიტორიკამ დოლარის ზედიზედ მეშვიდე სავაჭრო სესიით გამყარებას შეუწყო ხელი.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე