გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Anthropic-ის ღირებულებამ ბირჟაზე გასვლისას შესაძლოა $2 ტრილიონს გადააჭარბოს

მარიამ ქადარია30 სექტემბერი, 20261 წთ კითხვა
Anthropic-ის ღირებულებამ ბირჟაზე გასვლისას შესაძლოა $2 ტრილიონს გადააჭარბოს

Anthropic ბირჟაზე გასასვლელად ემზადება და IPO-ს დროს კომპანიის ღირებულებამ შესაძლოა 2 ტრილიონ დოლარს გადააჭარბოს.

Anthropic-ის შემოსავალი 2025 წელს თითქმის თორმეტჯერ გაიზარდა და 4.6 მილიარდ დოლარს მიაღწია. ამავე პერიოდში საოპერაციო ზარალი 2.98 მილიარდიდან 8.06 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. მხოლოდ ხელოვნური ინტელექტის მოდელების მუშაობისთვის საჭირო ტექნოლოგიებსა და რესურსებზე კომპანიამ წლის განმავლობაში 7.33 მილიარდი დოლარი დახარჯა.

აღსანიშნავია, რომ მომდევნო წლებში Anthropic-ს ღრუბლოვანი სერვისებისა და სხვა ტექნიკური რესურსებისთვის ჯამში 518 მილიარდ დოლარამდე გადახდის ვალდებულება აქვს. ბირჟაზე გასვლისას გაირკვევა, რამდენად მაღალ შეფასებას მიიღებს Anthropic ინვესტორებისგან.

წყარო: Reuters

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

მაკრო13 ნოე. 20262 წთ კითხვა

ევროზონის ობლიგაციების შემოსავლიანობა მრავალკვირიან მაქსიმუმზე გაიზარდა - Fed-ის მკაცრმა რიტორიკამ ბაზრები შეარყია

აშშ-ში ინფლაციის მოსალოდნელზე მაღალი მაჩვენებლისა და ფედერალური სარეზერვო სისტემის მკაცრი განცხადებების ფონზე, გლობალურ ობლიგაციების ბაზარზე გაყიდვები გააქტიურდა. გერმანიის 10-წლიანი ობლიგაციების შემოსავლიანობამ 3.357%-ს მიაღწია.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო13 ნოე. 20262 წთ კითხვა

ევროპის საფონდო ბირჟები დაეცა - ინვესტორები Fed-ის მკაცრი პოლიტიკის მოლოდინს აფასებენ

STOXX 600-ის ინდექსმა ოთხდღიანი ზრდის სერია შეწყვიტა და რეკორდული ნიშნულიდან მცირედით დაიხია. მიუხედავად ამისა, ევროპული ბაზარი ივნისის შემდეგ საუკეთესო კვირის დასრულებას უახლოვდება.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
AI ტექნოლოგია13 ნოე. 20262 წთ კითხვა

Bernstein: Apple AI აქციებისგან თავის არიდებული ინვესტორებისთვის უსაფრთხო აქტივად იქცა

ანალიტიკოსების შეფასებით, Apple-ის რეკორდულად მაღალი საბაზრო შეფასება გამართლებულია კომპანიის მომხმარებელთა ერთგულებით, სტაბილური ფულადი ნაკადებითა და AI ინფრასტრუქტურაზე შედარებით დაბალი დანახარჯებით.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე