გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
განათლება

Apple ბრიტანეთის მთავრობას უჩივის

მარიამ ქადარია4 აგვისტო, 20261 წთ კითხვა
Apple ბრიტანეთის მთავრობას უჩივის

Apple-მა ბრიტანეთის ხელისუფლების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. დავა მას შემდეგ დაიწყო, რაც ბრიტანეთის მთავრობამ Apple-ს ბრიტანელი მომხმარებლების დაშიფრულ მონაცემებზე წვდომა მოსთხოვა.

ბრიტანეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ასეთ ინფორმაციაზე წვდომა სამართალდამცავ ორგანოებს ტერორიზმთან, მძიმე დანაშაულსა და ბავშვთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლაში სჭირდებათ.

Apple მოთხოვნას ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ დაშიფრული მონაცემების გახსნა ყველა მომხმარებლის უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნის.

კომპანიის განცხადებით, მას საკუთარი პროდუქტების დაცვის სისტემის გვერდის ავლის საშუალება არასდროს შეუქმნია და არც მომავალში შექმნის.

გასულ წელს ბრიტანეთის მთავრობამ მსგავსი მოთხოვნა აშშ-ის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებების შემდეგ გააუქმა. მაშინ მოთხოვნა ამერიკელი მომხმარებლების მონაცემებსაც ეხებოდა, ახალი მითითება კი მხოლოდ ბრიტანელ მომხმარებლებზე ვრცელდება.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო2 ნოე. 20262 წთ კითხვა

Oracle-ის აქციები 10%-ით დაეცა - კომპანიამ $20 მილიარდის მოზიდვის მიზნით აქციებისა და ობლიგაციების გამოშვება დააანონსა

Oracle-ის აქციები 10%-ით დაეცა მას შემდეგ, რაც კომპანიამ $10 მილიარდის აქციებისა და $10 მილიარდის ობლიგაციების გამოშვება დააანონსა. მოზიდული კაპიტალის გამოყენების კონკრეტული გეგმა ჯერ უცნობია, თუმცა Stephens-მა კომპანიის აქციების შეფასება გააუმჯობესა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
მაკრო2 ნოე. 20262 წთ კითხვა

ოქროს ფასი გაიზარდა - ინვესტორები ფასების ვარდნით სარგებლობენ

ოქროს ფასმა ოქტომბრის მკვეთრი ვარდნის შემდეგ აღდგენა დაიწყო და უნციაზე 3,900 დოლარს გადააჭარბა. ზრდას დოლარის შესუსტება და დაბალ ფასზე შესყიდვები უწყობს ხელს, თუმცა გეოპოლიტიკური რისკები, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და საფონდო ბაზრების მერყეობა ფასის შემდგომ ზრდას აფერხებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო2 ნოე. 20261 წთ კითხვა

Oppenheimer-ი Apple-ის აქციების მაღალ შეფასებაზე აფრთხილებს - ზრდის პოტენციალი შეზღუდულია

Oppenheimer-ი Apple-ის აქციების მაღალ შეფასებაზე მიუთითებს და კომპანიის 2027 წლის მოგების პროგნოზს საბაზრო მოლოდინებზე დაბლა აყენებს. ანალიტიკოსების შეფასებით, iPhone-ის გაყიდვების შენელებამ, კომპონენტების გაძვირებამ და მომხმარებლების მხრიდან მოწყობილობების განახლების დაბალმა ტემპმა შესაძლოა აქციების შემდგომი ზრდა შეზღუდოს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე