გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
AI ტექნოლოგია

Apple iPhone-ის მოდელების რაოდენობის ზრდას გეგმავს

მარიამ ქადარია2 ივლისი, 20261 წთ კითხვა
Apple iPhone-ის მოდელების რაოდენობის ზრდას გეგმავს

Apple სმარტფონების ბაზარზე პოზიციების გასამყარებლად ახალ გეგმას ამზადებს. Nikkei Asia-ს ინფორმაციით, 2026 წლის მეორე ნახევრიდან 2027 წლის პირველ ნახევრამდე პერიოდში კომპანია რამდენიმე ახალი iPhone-ის გამოშვებას გეგმავს, მათ შორის იქნება პირველი დასაკეცი iPhone-იც.

Apple-ისთვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სწორედ დასაკეცი მოდელია. კომპანია ამ სეგმენტში შესვლით Samsung-სა და ჩინურ მწარმოებლებს გაუწევს კონკურენციას, რომლებიც დასაკეცი სმარტფონების ბაზარზე ამჟამად წამყვან პოზიციებს იკავებენ. არსებული ინფორმაციით, Apple-მა წარმოების სამიზნე მაჩვენებელიც გაზარდა და მომწოდებლებს 10 მილიონი ერთეულის დამზადება სთხოვა, რაც თავდაპირველ პროგნოზს აღემატება.

კომპანია პარალელურად iPhone-ის გამოშვების გრაფიკსაც ცვლის. Apple, სავარაუდოდ, პირველ რიგში პრემიუმ მოდელებს წარადგენს, ხოლო სტანდარტული iPhone-ის გამოშვება 2027 წლისთვის გადაიწევს. ამავდროულად, დღის წესრიგში დგას პროდუქციის გაძვირების საკითხიც.

მეხსიერების ჩიპებზე ფასების ზრდის გამო, Apple-მა Mac-ისა და iPad-ის რამდენიმე მოდელი უკვე გააძვირა. iPhone-ის ფასი ამ ეტაპზე უცვლელია, თუმცა თუ კომპონენტების ხარჯები კვლავ გაიზრდება, ფასების მატება მომავალ მოდელებზეც შეიძლება აისახოს.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

მაკრო13 ნოე. 20262 წთ კითხვა

ევროზონის ობლიგაციების შემოსავლიანობა მრავალკვირიან მაქსიმუმზე გაიზარდა - Fed-ის მკაცრმა რიტორიკამ ბაზრები შეარყია

აშშ-ში ინფლაციის მოსალოდნელზე მაღალი მაჩვენებლისა და ფედერალური სარეზერვო სისტემის მკაცრი განცხადებების ფონზე, გლობალურ ობლიგაციების ბაზარზე გაყიდვები გააქტიურდა. გერმანიის 10-წლიანი ობლიგაციების შემოსავლიანობამ 3.357%-ს მიაღწია.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო13 ნოე. 20262 წთ კითხვა

ევროპის საფონდო ბირჟები დაეცა - ინვესტორები Fed-ის მკაცრი პოლიტიკის მოლოდინს აფასებენ

STOXX 600-ის ინდექსმა ოთხდღიანი ზრდის სერია შეწყვიტა და რეკორდული ნიშნულიდან მცირედით დაიხია. მიუხედავად ამისა, ევროპული ბაზარი ივნისის შემდეგ საუკეთესო კვირის დასრულებას უახლოვდება.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
AI ტექნოლოგია13 ნოე. 20262 წთ კითხვა

Bernstein: Apple AI აქციებისგან თავის არიდებული ინვესტორებისთვის უსაფრთხო აქტივად იქცა

ანალიტიკოსების შეფასებით, Apple-ის რეკორდულად მაღალი საბაზრო შეფასება გამართლებულია კომპანიის მომხმარებელთა ერთგულებით, სტაბილური ფულადი ნაკადებითა და AI ინფრასტრუქტურაზე შედარებით დაბალი დანახარჯებით.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე