გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
AI ტექნოლოგია

Apple-ის მოგებაზე მეხსიერების ჩიპების გაძვირება მოქმედებს

მარიამ ქადარია4 ნოემბერი, 20261 წთ კითხვა
Apple-ის მოგებაზე მეხსიერების ჩიპების გაძვირება მოქმედებს

Apple-ის გაყიდვებმა პროგნოზს გადააჭარბა, თუმცა მეხსიერების ჩიპების გაძვირებამ კომპანიის ხარჯები გაზარდა. ეს ჯონ ტერნუსის პირველი ფინანსური ანგარიში იყო Apple-ის ხელმძღვანელის თანამდებობაზე.

Apple-ის მოგების მარჟა სექტემბრის კვარტალში 47.9%-მდე შემცირდა, დეკემბრისთვის კი კომპანია 45-46%-იან მაჩვენებელს ელოდება. ხარჯებს ხელოვნური ინტელექტით განახლებული Siri-ს მომზადებაც ზრდის.

კომპანია ჯერ კიდევ იყენებს ადრე, უფრო იაფად შეძენილ ჩიპებს, თუმცა მათი ფასი მომავალშიც მოიმატებს. Apple-მა მომავალი წარმოებისთვის შეკვეთებიც მნიშვნელოვნად გაზარდა.

ძვირი კომპონენტების გამო კომპანიამ ზოგიერთი მოწყობილობის ფასი უკვე გაზარდა. iPhone 18 Pro-ზე მოთხოვნა მაღალია, თუმცა შემდგომმა გაძვირებამ შესაძლოა გაყიდვებზე იმოქმედოს.

წყარო: Reuters

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

მაკრო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

აშშ-ის დასაქმების ანგარიში ინვესტორების ყურადღების ცენტრშია

ინვესტორები აშშ-ის ოქტომბრის დასაქმების ანგარიშს ელოდებიან, რომელმაც შესაძლოა Fed-ის დეკემბრის გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინოს. პროგნოზით, ეკონომიკას 65,000 სამუშაო ადგილი დაემატა, უმუშევრობის დონე კი 4.2%-ზე შენარჩუნდა. შრომის ბაზრის მდგრადობამ შესაძლოა საპროცენტო განაკვეთის ზრდის მოლოდინები გააძლიეროს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
მაკრო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

ნავთობის ფასები მერყეობს - ახლო აღმოსავლეთში ტანკერებზე თავდასხმები მიწოდების შეფერხების რისკს ზრდის

ახლო აღმოსავლეთში ტანკერებზე თავდასხმებმა ნავთობის მიწოდების შეფერხების შიში გააძლიერა. მიუხედავად იმისა, რომ Brent ხუთშაბათს თითქმის 4%-ით, ხოლო WTI 2.7%-ით გაძვირდა, ორივე მარკა კვირის განმავლობაში მკვეთრ კლებას აჩვენებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

გლობალურმა აქციების ფონდებმა ზედიზედ მეშვიდე კვირაა კაპიტალი მოიზიდეს

გლობალურმა აქციების ფონდებმა ზედიზედ მეშვიდე კვირაა ინვესტიციების შემოდინება მიიღეს — ჯამში $38.63 მილიარდი. ევროპული ფონდები ენერგორესურსების გაიაფების ფონზე განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდა, მაშინ როდესაც ტექნოლოგიურ სექტორში ინტერესი შემცირდა, ხოლო ფულის ბაზრის ფონდებმა $172.71 მილიარდი მოიზიდეს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე