გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

XRG Shell-ის ავსტრალიურ პროექტში წილს $1.45 მილიარდად შეიძენს

მარიამ ქადარია4 ნოემბერი, 20261 წთ კითხვა
XRG Shell-ის ავსტრალიურ პროექტში წილს $1.45 მილიარდად შეიძენს

აბუ-დაბის XRG ავსტრალიის North West Shelf-ის პროექტში Shell-ის 16.67%-იან წილს 1.45 მილიარდ დოლარად შეიძენს. ეს კომპანიის პირველი ინვესტიცია იქნება ავსტრალიაში.

North West Shelf ავსტრალიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი თხევადი ბუნებრივი აირის საექსპორტო პროექტია. მას Woodside Energy მართავს, პარტნიორებს შორის კი Chevron, BP, CNOOC და რამდენიმე იაპონური კომპანია არიან.

გარიგება 2027 წელს უნდა დასრულდეს. XRG პროექტის დახურვასა და სამომავლოდ ინფრასტრუქტურის დაშლასთან დაკავშირებულ ხარჯებსაც გადაიბარებს.

კომპანია ავსტრალიაში გაფართოებას უკვე რამდენიმე წელია ცდილობს. 2025 წელს XRG-მ Santos-ის 18.7 მილიარდ დოლარად შეძენაც სცადა, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა.

წყარო: Reuters

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო4 ნოე. 20261 წთ კითხვა

Polymarket-მა აშშ-ში საქმიანობის დასაწყებად პირველი ნებართვა მიიღო

Polymarket-ის შვილობილმა კომპანიამ აშშ-ში საბროკერო საქმიანობისთვის პირველი ნებართვა მიიღო, თუმცა მუშაობის დასაწყებად მას კიდევ ერთი მარეგულირებლის თანხმობა სჭირდება.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
საფონდო4 ნოე. 20261 წთ კითხვა

Lonza Merck-ის ხუთ ამერიკულ საწარმოს შეიძენს

შვეიცარიული Lonza გერმანული Merck-ის ხუთ საწარმოს შეიძენს და აშშ-ში ქარხნების რაოდენობას ცხრამდე გაზრდის. საწარმოები მისურიში, ვისკონსინში, ინდიანასა და კალიფორნიაში მდებარეობს. ისინი მედიკამენტების წარმოებაზე, გენურ თერაპიებსა და კიბოს მკურნალობისთვის საჭირო კომპონენტებზე მუშაობენ.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
საფონდო4 ნოე. 20261 წთ კითხვა

ავსტრალიამ საპროცენტო განაკვეთი 18-წლიან მაქსიმუმამდე გაზარდა

ავსტრალიის ცენტრალურმა ბანკმა ძირითადი საპროცენტო განაკვეთი 4.85%-მდე გაზარდა. ეს ბოლო 18 წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და წელს უკვე მეხუთე ზრდაა.

მარიამ ქადარიაწაიკითხე