გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

ავსტრალიამ საპროცენტო განაკვეთი 18-წლიან მაქსიმუმამდე გაზარდა

მარიამ ქადარია4 ნოემბერი, 20261 წთ კითხვა
ავსტრალიამ საპროცენტო განაკვეთი 18-წლიან მაქსიმუმამდე გაზარდა

ავსტრალიის ცენტრალურმა ბანკმა ძირითადი საპროცენტო განაკვეთი 4.85%-მდე გაზარდა. ეს ბოლო 18 წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და წელს უკვე მეხუთე ზრდაა.

გადაწყვეტილებას ცხრა წევრიდან ექვსმა დაუჭირა მხარი. ამავე დროს, ბანკმა განცხადებიდან ამოიღო ჩანაწერი, რომელიც განაკვეთის შემდგომ ზრდაზე მიუთითებდა. ამის გამო ბაზარზე გაჩნდა მოლოდინი, რომ დეკემბერში განაკვეთი შესაძლოა უცვლელი დარჩეს.

ბანკის პროგნოზით, წლის ბოლოს ინფლაცია 4.5%-ს მიაღწევს და მიზნობრივ 2-3%-იან დიაპაზონს მხოლოდ მომავალი წლის მეორე ნახევარში დაუბრუნდება.

მაღალი განაკვეთები განსაკუთრებით უძრავი ქონების ბაზარზე აისახა. ბანკის ხელმძღვანელ მიშელ ბალოკის თქმით, შემდეგი ნაბიჯი ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

წყარო: Reuters

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო4 ნოე. 20261 წთ კითხვა

Polymarket-მა აშშ-ში საქმიანობის დასაწყებად პირველი ნებართვა მიიღო

Polymarket-ის შვილობილმა კომპანიამ აშშ-ში საბროკერო საქმიანობისთვის პირველი ნებართვა მიიღო, თუმცა მუშაობის დასაწყებად მას კიდევ ერთი მარეგულირებლის თანხმობა სჭირდება.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
საფონდო4 ნოე. 20261 წთ კითხვა

Lonza Merck-ის ხუთ ამერიკულ საწარმოს შეიძენს

შვეიცარიული Lonza გერმანული Merck-ის ხუთ საწარმოს შეიძენს და აშშ-ში ქარხნების რაოდენობას ცხრამდე გაზრდის. საწარმოები მისურიში, ვისკონსინში, ინდიანასა და კალიფორნიაში მდებარეობს. ისინი მედიკამენტების წარმოებაზე, გენურ თერაპიებსა და კიბოს მკურნალობისთვის საჭირო კომპონენტებზე მუშაობენ.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
საფონდო4 ნოე. 20261 წთ კითხვა

XRG Shell-ის ავსტრალიურ პროექტში წილს $1.45 მილიარდად შეიძენს

აბუ-დაბის XRG ავსტრალიის North West Shelf-ის პროექტში Shell-ის 16.67%-იან წილს 1.45 მილიარდ დოლარად შეიძენს. ეს კომპანიის პირველი ინვესტიცია იქნება ავსტრალიაში.

მარიამ ქადარიაწაიკითხე