გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
კრიპტო

Ark Invest Bitcoin-ის ფასის მნიშვნელოვან ზრდას პროგნოზირებს

მარიამ ქადარია27 ივლისი, 20261 წთ კითხვა
Ark Invest Bitcoin-ის ფასის მნიშვნელოვან ზრდას პროგნოზირებს

საინვესტიციო კომპანია Ark Invest-ის შეფასებით, 2030 წლისთვის Bitcoin-ის ფასი შესაძლოა თითქმის 800 ათას დოლარამდე გაიზარდოს.

Cathie Wood-ის მიერ დაფუძნებული Ark Invest-ის პროგნოზით, 2030 წლისთვის Bitcoin-ის საერთო საბაზრო ღირებულებამ შესაძლოა 16 ტრილიონ დოლარს მიაღწიოს. ამ შემთხვევაში, მიმოქცევაში არსებული Bitcoin-ების რაოდენობის გათვალისწინებით, ერთი Bitcoin-ის ფასი დაახლოებით 800 ათასი დოლარი იქნება. ეს მის ამჟამინდელ ფასთან შედარებით 1 125%-იან ზრდას ნიშნავს.

კომპანია პროგნოზს რამდენიმე გარემოებას უკავშირებს. Ark Invest-ის შეფასებით, მომავალში მსხვილი საინვესტიციო ფონდები საკუთარი აქტივების ნაწილს Bitcoin-ში განათავსებენ. ამასთან, შესაძლოა გაიზარდოს მისი გამოყენება, როგორც ოქროს ალტერნატივის, განსაკუთრებით ეკონომიკური და პოლიტიკური არასტაბილურობის პერიოდში.

კომპანია ასევე ელის, რომ Bitcoin-ს საკუთარ რეზერვებში უფრო მეტი სახელმწიფო და კერძო კომპანია შეიტანს. Ark Invest-ის პროგნოზში გათვალისწინებულია Bitcoin-ის ქსელის გამოყენების ზრდაც, მათ შორის პირდაპირი ფინანსური ოპერაციების განსახორციელებლად.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ 16-ტრილიონიანი საბაზრო ღირებულების მიღწევა ნაკლებად რეალისტური შეიძლება იყოს. ასეთი მაჩვენებელი Nvidia-ს, Apple-ისა და Alphabet-ის ამჟამინდელ საერთო ღირებულებასაც გადააჭარბებდა.

ეჭვს იწვევს Bitcoin-ის, როგორც „ციფრული ოქროს“, როლიც. 2025 წელს, როდესაც ინვესტორები უსაფრთხო აქტივებს ეძებდნენ, ოქროს ფასი 64%-ით გაიზარდა, Bitcoin-ის ღირებულება კი 5%-ით შემცირდა. შესაბამისად, Bitcoin-ს ზრდის პოტენციალი აქვს, თუმცა 2030 წლისთვის მისი ფასის 800 ათას დოლარამდე ზრდა ნაკლებად სავარაუდოა.

წყარო: Yahoo finance

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

Meta AI ინფრასტრუქტურის დასაფინანსებლად $35 მილიარდს იზიდავს — 2027 წელს დამატებით $60 მილიარდის მოზიდვას გეგმავს
AI ტექნოლოგია26 ოქტ. 20262 წთ კითხვა

Meta AI ინფრასტრუქტურის დასაფინანსებლად $35 მილიარდს იზიდავს — 2027 წელს დამატებით $60 მილიარდის მოზიდვას გეგმავს

Meta AI ინფრასტრუქტურის გასაფართოებლად დაახლოებით $35 მილიარდის მოზიდვას გეგმავს, ხოლო 2027 წელს დამატებით $60 მილიარდის ხმის უფლების არმქონე აქციების შეთავაზებას განიხილავს. მიუხედავად ძლიერი საოპერაციო ფულადი ნაკადისა, მზარდი კაპიტალური დანახარჯები კომპანიას დაფინანსების ახალი წყაროების მოძიებისკენ უბიძგებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
SpaceX-მა AI ჩიპების შესაძენად $40 მილიარდის ოდენობის ვალის დაფინანსება დახურა
AI ტექნოლოგია26 ოქტ. 20262 წთ კითხვა

SpaceX-მა AI ჩიპების შესაძენად $40 მილიარდის ოდენობის ვალის დაფინანსება დახურა

SpaceX-მა, ილონ მასკის განცხადებით, GPU-ების შესაძენად $40 მილიარდის ოდენობის ვალის დაფინანსება დახურა. გარიგება AI-ინფრასტრუქტურის შექმნის მზარდ ხარჯებს აჩვენებს, მაშინ როდესაც ბაზარზე იზრდება შეშფოთება ნეოქლაუდ-კომპანიების ვალისა და მათი ბიზნესმოდელის მდგრადობის შესახებ.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
კორპორაციული ანგარიშების სეზონი გრძელდება - ინვესტორების ყურადღება ტექნოლოგიურ გიგანტებზეა
საფონდო26 ოქტ. 20262 წთ კითხვა

კორპორაციული ანგარიშების სეზონი გრძელდება - ინვესტორების ყურადღება ტექნოლოგიურ გიგანტებზეა

აშშ-ში კორპორაციული ანგარიშების სეზონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვირა იწყება. ინვესტორების ყურადღება Microsoft-ის, Alphabet-ისა და Amazon-ის შედეგებზეა მიმართული, რადგან მათი AI-ინფრასტრუქტურისთვის გაწეული ხარჯები სულ უფრო მეტ კითხვას აჩენს ინვესტიციების უკუგებისა და მზარდი ვალის შესახებ.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე