გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

აშშ Alliant Energy-ს $5.1 მილიარდს ასესხებს

მარიამ ქადარია29 ოქტომბერი, 20261 წთ კითხვა
აშშ Alliant Energy-ს $5.1 მილიარდს ასესხებს

აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტრომ Alliant Energy-სთვის 5.1 მილიარდი დოლარის სესხი საბოლოოდ დაამტკიცა. თანხა აიოვასა და ვისკონსინში ელექტროენერგიის წარმოების გაზრდასა და ქსელის განახლებას მოხმარდება.

პროექტი მოიცავს ბუნებრივ აირზე მომუშავე ახალ სადგურებს, ელექტროენერგიის შესანახ ბატარეებსა და არსებული ობიექტების განახლებას. სამუშაოების დასრულების შემდეგ სისტემა დამატებით 2.6 გიგავატზე მეტ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს ან შეინახავს. სამინისტროს შეფასებით, ეს დაახლოებით 1.8 მილიონი სახლისთვისაა საკმარისი.

სესხი თავდაპირველად ბაიდენის ადმინისტრაციამ 2025 წლის იანვარში დაამტკიცა, თუმცა მაშინ თანხა 3 მილიარდ დოლარს შეადგენდა. პროგრამა ძირითადად სუფთა ენერგიის პროექტებისთვის იყო შექმნილი, მოგვიანებით კი მასში ბუნებრივ აირზე მომუშავე პროექტებიც შეიტანეს.

ხელისუფლება ფიქრობს, რომ პროექტი ელექტროენერგიის მიწოდებას უფრო სტაბილურს გახდის, თუმცა მომხმარებლებისთვის ფასების შემცირებას დრო დასჭირდება.

წყარო: Reuters

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

მაკრო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

აშშ-ის დასაქმების ანგარიში ინვესტორების ყურადღების ცენტრშია

ინვესტორები აშშ-ის ოქტომბრის დასაქმების ანგარიშს ელოდებიან, რომელმაც შესაძლოა Fed-ის დეკემბრის გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინოს. პროგნოზით, ეკონომიკას 65,000 სამუშაო ადგილი დაემატა, უმუშევრობის დონე კი 4.2%-ზე შენარჩუნდა. შრომის ბაზრის მდგრადობამ შესაძლოა საპროცენტო განაკვეთის ზრდის მოლოდინები გააძლიეროს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
მაკრო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

ნავთობის ფასები მერყეობს - ახლო აღმოსავლეთში ტანკერებზე თავდასხმები მიწოდების შეფერხების რისკს ზრდის

ახლო აღმოსავლეთში ტანკერებზე თავდასხმებმა ნავთობის მიწოდების შეფერხების შიში გააძლიერა. მიუხედავად იმისა, რომ Brent ხუთშაბათს თითქმის 4%-ით, ხოლო WTI 2.7%-ით გაძვირდა, ორივე მარკა კვირის განმავლობაში მკვეთრ კლებას აჩვენებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

გლობალურმა აქციების ფონდებმა ზედიზედ მეშვიდე კვირაა კაპიტალი მოიზიდეს

გლობალურმა აქციების ფონდებმა ზედიზედ მეშვიდე კვირაა ინვესტიციების შემოდინება მიიღეს — ჯამში $38.63 მილიარდი. ევროპული ფონდები ენერგორესურსების გაიაფების ფონზე განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდა, მაშინ როდესაც ტექნოლოგიურ სექტორში ინტერესი შემცირდა, ხოლო ფულის ბაზრის ფონდებმა $172.71 მილიარდი მოიზიდეს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე