გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
მაკრო

ვენესუელური ნავთობის პირველი ტვირთი ტეხასში ჩავიდა

მარიამ ქადარია29 ოქტომბერი, 20261 წთ კითხვა
ვენესუელური ნავთობის პირველი ტვირთი ტეხასში ჩავიდა

აშშ-სა და NABEP-ს შორის შეთანხმების ფარგლებში ვენესუელური ნავთობის პირველი ტვირთი ტეხასში ჩავიდა. საუბარია ერთ მილიონ ბარელ მძიმე ნავთობზე, რომელსაც აშშ-ის მთავრობა Exxon Mobil-სა და Citgo-ს ქარხნებს მიჰყიდის.

თეთრი სახლის ინფორმაციით, პირველი ტვირთი აშშ-ს უფასოდ გადაეცა. NABEP-ის თავდაპირველ განცხადებაში ეწერა, რომ ვაშინგტონს ნავთობის 20%-ის თვითღირებულებით შეძენა შეეძლო, თუმცა მოგვიანებით კომპანიამ განმარტა, რომ პირველი პარტია აშშ-ის გადასახადის გადამხდელებისთვის ხარჯის გარეშე გაიგზავნა.

შეთანხმების ფარგლებში ვაშინგტონი NABEP-ის მშობელი კომპანიის 35%-იან წილს ფლობს. კომპანიას ვენესუელაში უკვე 17 საბადოზე აქვს მუშაობის უფლება.

NABEP-ის ცნობით, ამ საბადოებზე ნავთობის მარაგი დაახლოებით 65 მილიარდ ბარელს შეადგენს. კომპანიის დღიური წარმოება ოქტომბერში 223 ათას ბარელს აჭარბებდა, მაშინ როცა ორი წლის წინ დაახლოებით 18 ათასი ბარელი იყო.

წყარო: Reuters

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

მაკრო13 ნოე. 20262 წთ კითხვა

ევროზონის ობლიგაციების შემოსავლიანობა მრავალკვირიან მაქსიმუმზე გაიზარდა - Fed-ის მკაცრმა რიტორიკამ ბაზრები შეარყია

აშშ-ში ინფლაციის მოსალოდნელზე მაღალი მაჩვენებლისა და ფედერალური სარეზერვო სისტემის მკაცრი განცხადებების ფონზე, გლობალურ ობლიგაციების ბაზარზე გაყიდვები გააქტიურდა. გერმანიის 10-წლიანი ობლიგაციების შემოსავლიანობამ 3.357%-ს მიაღწია.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო13 ნოე. 20262 წთ კითხვა

ევროპის საფონდო ბირჟები დაეცა - ინვესტორები Fed-ის მკაცრი პოლიტიკის მოლოდინს აფასებენ

STOXX 600-ის ინდექსმა ოთხდღიანი ზრდის სერია შეწყვიტა და რეკორდული ნიშნულიდან მცირედით დაიხია. მიუხედავად ამისა, ევროპული ბაზარი ივნისის შემდეგ საუკეთესო კვირის დასრულებას უახლოვდება.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
AI ტექნოლოგია13 ნოე. 20262 წთ კითხვა

Bernstein: Apple AI აქციებისგან თავის არიდებული ინვესტორებისთვის უსაფრთხო აქტივად იქცა

ანალიტიკოსების შეფასებით, Apple-ის რეკორდულად მაღალი საბაზრო შეფასება გამართლებულია კომპანიის მომხმარებელთა ერთგულებით, სტაბილური ფულადი ნაკადებითა და AI ინფრასტრუქტურაზე შედარებით დაბალი დანახარჯებით.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე