გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
მაკრო

აშშ ავტომობილების საწვავის ეკონომიის მოთხოვნებს შეამცირებს

მარიამ ქადარია28 სექტემბერი, 20261 წთ კითხვა
აშშ ავტომობილების საწვავის ეკონომიის მოთხოვნებს შეამცირებს

აშშ-ის ტრანსპორტის სამინისტრო 28 სექტემბერს ავტომობილებისა და მსუბუქი სატვირთოებისთვის საწვავის მოხმარების ახალ სტანდარტებს დაამტკიცებს. ახალი წესები ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დაწესებულ მოთხოვნებთან შედარებით მნიშვნელოვნად შემსუბუქდება.

ახალი წესების მიხედვით, 2031 წლისთვის მწარმოებლების ავტომობილებს საშუალოდ ერთი გალონით 34.5 მილის გავლა უნდა შეეძლოს, რაც დაახლოებით 14.7 კილომეტრია ერთ ლიტრზე. მოქმედი გეგმა 50.4 მილის, ანუ დაახლოებით 21.4 კილომეტრის მაჩვენებელს ითვალისწინებდა.

ტრანსპორტის სამინისტროს გათვლით, ცვლილება ახალი ავტომობილის საშუალო ფასს დაახლოებით $930-ით შეამცირებს. ნაკლებად მკაცრი მოთხოვნები მწარმოებლებს ბენზინზე მომუშავე მოდელების გაყიდვასაც გაუადვილებს და ელექტრომობილებზე გადასვლის ზეწოლას შეასუსტებს.

მეორე მხრივ, ახალი წესები 2050 წლამდე საწვავის მოხმარებას დაახლოებით 100 მილიარდი გალონით გაზრდის. მძღოლები საწვავზე დამატებით $185 მილიარდს დახარჯავენ, ნახშირორჟანგის გამოყოფა კი დაახლოებით 5%-ით მოიმატებს. ცვლილება მაშინ შედის ძალაში, როდესაც აშშ-ში საწვავის ფასები უკვე მაღალია.

წყარო: Reuters

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

AI ტექნოლოგია12 ნოე. 20262 წთ კითხვა

Goldman Sachs: AI-ზე დანახარჯები 2027 წლის ბოლოსთვის $1.4 ტრილიონს მიაღწევს

საინვესტიციო ბანკის პროგნოზით, ხელოვნური ინტელექტი 2027 წელს აშშ-ში ბიზნესინვესტიციების ზრდის მთავარი მამოძრავებელი იქნება. AI-სთან დაკავშირებული ხარჯები ქვეყნის ეკონომიკის თითქმის 4%-ის ეკვივალენტური გახდება.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო12 ნოე. 20261 წთ კითხვა

ევროპის საფონდო ბირჟები რეკორდულ ნიშნულზე ავიდა - ტექნოლოგიურ სექტორში ვარდნამ ზრდა ვერ შეაჩერა

STOXX 600-ის ინდექსი 0.4%-ით გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ევროპულ ბაზრებს კორპორაციული ანგარიშგების ძლიერი სეზონი და ტექნოლოგიურ გიგანტებზე შედარებით დაბალი დამოკიდებულება დაეხმარა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო12 ნოე. 20261 წთ კითხვა

Western Union-მა $500-მილიონიანი გარიგება გააუქმა

ფულადი გზავნილების კომპანია Western Union-მა კონკურენტი International Money Express-ის, იგივე Intermex-ის, დაახლოებით 500 მილიონ დოლარად შეძენის შეთანხმება გააუქმა. მიზეზი კალიფორნიის მარეგულირებლის მიერ დაწესებული პირობებია.

მარიამ ქადარიაწაიკითხე