გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
განათლება

აშშ ჩინეთში ჩატარებულ კლინიკურ კვლევებს ამოწმებს

მარიამ ქადარია1 ივლისი, 20261 წთ კითხვა
აშშ ჩინეთში ჩატარებულ კლინიკურ კვლევებს ამოწმებს

აშშ-ის კონგრესში ხუთი მსხვილი ფარმაცევტული კომპანიის საქმიანობის შესწავლა დაიწყეს. საქმე ეხება ჩინეთში ჩატარებულ კლინიკურ კვლევებსა და შესაძლო კავშირებს სამხედრო დაწესებულებებთან.

წარმომადგენელთა პალატის ჩინეთის საკითხთა კომიტეტი ინფორმაციას ითხოვს Merck-ის, AbbVie-ის, Eli Lilly-ის, Pfizer-ისა და Bristol Myers Squibb-ისგან. კომიტეტს აინტერესებს, ჩაატარეს თუ არა კომპანიებმა კვლევები ჩინეთის სამხედრო ჰოსპიტლებში ან სინძიანის რეგიონში.

ამერიკელი კანონმდებლების შეფასებით, ასეთ კვლევებს შეიძლება ეროვნული უსაფრთხოების რისკი ახლდეს, რადგან არსებობს საფრთხე, რომ ამერიკული სამედიცინო ტექნოლოგიები და კვლევითი ცოდნა ჩინეთის სამხედრო სექტორისთვის გახდეს ხელმისაწვდომი.

განსაკუთრებული ყურადღება სინძიანის რეგიონს ეთმობა, სადაც ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ წლებია საუბრობენ. კომიტეტი ასევე ამოწმებს, იყო თუ არა კვლევებში მონაწილე პირების თანხმობა სათანადოდ მიღებული.

ჩინეთში კლინიკური კვლევების რაოდენობა ბოლო წლებში სწრაფად გაიზარდა. ამის მიზეზად დაბალი ხარჯები და სახელმწიფო მხარდაჭერა სახელდება. 2025 წელს გლობალურმა ფარმაცევტულმა კომპანიებმა ჩინურ ექსპერიმენტულ მედიკამენტებთან დაკავშირებულ გარიგებებში 138 მილიარდი დოლარი დახარჯეს.

ამ ეტაპზე კომპანიების მხრიდან დარღვევა დადგენილი არ არის. თუმცა აშშ-ში უკვე განიხილავენ ახალ წესებს, რომლებიც ჩინეთში ბიოტექნოლოგიურ ინვესტიციებსა და სალიცენზიო გარიგებებს უფრო მკაცრ შემოწმებას დაუქვემდებარებს. გამოძიების დაწყების შემდეგ ფარმაცევტული კომპანიების აქციების ფასი შემცირდა.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

მაკრო13 ნოე. 20262 წთ კითხვა

ევროზონის ობლიგაციების შემოსავლიანობა მრავალკვირიან მაქსიმუმზე გაიზარდა - Fed-ის მკაცრმა რიტორიკამ ბაზრები შეარყია

აშშ-ში ინფლაციის მოსალოდნელზე მაღალი მაჩვენებლისა და ფედერალური სარეზერვო სისტემის მკაცრი განცხადებების ფონზე, გლობალურ ობლიგაციების ბაზარზე გაყიდვები გააქტიურდა. გერმანიის 10-წლიანი ობლიგაციების შემოსავლიანობამ 3.357%-ს მიაღწია.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო13 ნოე. 20262 წთ კითხვა

ევროპის საფონდო ბირჟები დაეცა - ინვესტორები Fed-ის მკაცრი პოლიტიკის მოლოდინს აფასებენ

STOXX 600-ის ინდექსმა ოთხდღიანი ზრდის სერია შეწყვიტა და რეკორდული ნიშნულიდან მცირედით დაიხია. მიუხედავად ამისა, ევროპული ბაზარი ივნისის შემდეგ საუკეთესო კვირის დასრულებას უახლოვდება.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
AI ტექნოლოგია13 ნოე. 20262 წთ კითხვა

Bernstein: Apple AI აქციებისგან თავის არიდებული ინვესტორებისთვის უსაფრთხო აქტივად იქცა

ანალიტიკოსების შეფასებით, Apple-ის რეკორდულად მაღალი საბაზრო შეფასება გამართლებულია კომპანიის მომხმარებელთა ერთგულებით, სტაბილური ფულადი ნაკადებითა და AI ინფრასტრუქტურაზე შედარებით დაბალი დანახარჯებით.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე