გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
ანალიზი

აშშ ჩინეთთან სავაჭრო შეთანხმების გაგრძელებას განიხილავს

მარიამ ქადარია24 სექტემბერი, 20261 წთ კითხვა
აშშ ჩინეთთან სავაჭრო შეთანხმების გაგრძელებას განიხილავს

აშშ ჩინეთთან სავაჭრო შეთანხმების გაგრძელებას განიხილავს. ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა ჩინეთის ვიცე-პრემიერ ჰე ლიფენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მოქმედ შეთანხმებას ვადა 10 ნოემბერს ეწურება. საკითხს დონალდ ტრამპი და სი ძინპინი თეთრ სახლში დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავენ. ბესენტს შესაძლო ახალი შეთანხმების პირობები არ დაუკონკრეტებია, თუმცა აღნიშნა, რომ ვაშინგტონისთვის ორივე ვარიანტი მისაღებია.

არსებულმა შეთანხმებამ ქვეყნებს შორის ტარიფები შეამცირა. მანამდე საპასუხო ზომების შედეგად ზოგიერთი გადასახადი სამნიშნა ნიშნულამდე იყო გაზრდილი. ჩინეთი კრიტიკული მინერალებისა და იშვიათმიწა ლითონების მიწოდების აღდგენასაც დათანხმდა, თუმცა აშშ მიიჩნევს, რომ ეს პროცესი ძალიან ნელა მიმდინარეობს.

მოლაპარაკებების სხვა საკითხებს შორისაა ნაკლებად სტრატეგიულ საქონელზე ტარიფების შემცირება, ჩინეთის მიერ Boeing-ის თვითმფრინავებისა და ამერიკული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შეძენა, ასევე AI უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკომუნიკაციო არხის შექმნა.

წყარო: Reuters

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

მაკრო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

ნავთობის ფასები მერყეობს - ახლო აღმოსავლეთში ტანკერებზე თავდასხმები მიწოდების შეფერხების რისკს ზრდის

ახლო აღმოსავლეთში ტანკერებზე თავდასხმებმა ნავთობის მიწოდების შეფერხების შიში გააძლიერა. მიუხედავად იმისა, რომ Brent ხუთშაბათს თითქმის 4%-ით, ხოლო WTI 2.7%-ით გაძვირდა, ორივე მარკა კვირის განმავლობაში მკვეთრ კლებას აჩვენებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
მაკრო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

აშშ-ის დასაქმების ანგარიში ინვესტორების ყურადღების ცენტრშია

ინვესტორები აშშ-ის ოქტომბრის დასაქმების ანგარიშს ელოდებიან, რომელმაც შესაძლოა Fed-ის დეკემბრის გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინოს. პროგნოზით, ეკონომიკას 65,000 სამუშაო ადგილი დაემატა, უმუშევრობის დონე კი 4.2%-ზე შენარჩუნდა. შრომის ბაზრის მდგრადობამ შესაძლოა საპროცენტო განაკვეთის ზრდის მოლოდინები გააძლიეროს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

გლობალურმა აქციების ფონდებმა ზედიზედ მეშვიდე კვირაა კაპიტალი მოიზიდეს

გლობალურმა აქციების ფონდებმა ზედიზედ მეშვიდე კვირაა ინვესტიციების შემოდინება მიიღეს — ჯამში $38.63 მილიარდი. ევროპული ფონდები ენერგორესურსების გაიაფების ფონზე განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდა, მაშინ როდესაც ტექნოლოგიურ სექტორში ინტერესი შემცირდა, ხოლო ფულის ბაზრის ფონდებმა $172.71 მილიარდი მოიზიდეს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე